ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ჩემს ოჯახთან ერთად სოფელში ჩამოვედი.ლამაზად ვატარებ დღეებს. ულამაზეს მთებს შორის ვარ მოქცეული. ამიტომ გადავწყვიტე დღიური ვაწარმოო და ჩვენს ერთგულ მკითხველს გავუზიარო ჩემი განცდები. 5 ივლისი     როგორც კი დროს გამოვნახავ, მაშინათვე განმარტოებას ვცდილობ, რადგან როდესაც მარტო ვარ, უკეთესად მესმის ბუნების ენა. სამყაროში, ხომ ყველაფერს აქვს თავისი სათქმელი. დღეს,როგორც კი დრო გამოვნახე, მაშინათვე სახლთან  ტყე, რომ  მდებარეობს ...

მახსოვს ბავშვობაში ჯადოსნურ სახურავზე ვძვრებოდი და ცისარტყელას ფერებში ვხატავდი სამყაროს,მერე ძირს რომ ვეშვებოდი ადამინებთან ურთიერთობა აღარ მიჭირდა…. ლამაზია ბუნება. გავიცანი თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით,მშვიდი და ბობოქარი სულით… ირონიაც კი შევისწავლე მისი, რასაც ახლა სიკეთედ აღვიქვამ. მოკლედ რომ ვთქვათ,იმედიანად და სიხარულით ვხვდები,როგორც განთიადს, ასევე დაისს… ასეთია მეოცნების ბუნება… თუ შეძლო ლოკოკინას ნაჭუჭიდან გამოსვლა, მზის სხივების დაუშრეტელი სიხარულით სავსე,ცდილობს არ მოუსმინოს ...

„ ზოგი იმისთვის იბადება, რომ მდინარის პირას იჯდეს,ზოგს მუსიკალური სმენა აქვს,ზოგი მხატვარია,ზოგიც ცურავს,ზოგს ღილების საქმე ესმის,ზოგმა შექსპირი იცის,ზოგი უბრალოდ დედაა,ზოგი კი ცეკვავს „  –  ( ფილმიდან „ბენჯამინ ბატონის იდუმალი საქმე.“)  –   ეს სიტყვები  პირველად რომ მოვისმინე, ხელი  ქაფიანი წყლით მქონდა დასვრილი და იატაკს ვხეხავდი. ჩემი მეუღლე უყურებდა ფილმს, რომელიც ძალიან საინტერესო ჩანდა, მაგრამ რადგან უამრავი საოჯახო საქმე უნდა მომეწესრიგებინა, ...

ახლა 02:49 წუთია, მე ბილი ჯოელის New York state of mind-ს ვუსმენ და ადამიანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე მეფიქრება… მე-13 სართულზე ვცხოვრობ და მართალია ჩემი ფანჯარა მანჰეტენზე არ გადის, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გაშლილი ქუჩაც სასიამოვნოდ საყურებელია. მიყვარს გვიან ღამით სარკმელთან ჯდომა და გამვლელის მოლოდინში მარტოდ მოციმციმე შუქნიშნების ცქერა.მწვანეს ყვითელი ცვლის,ყვითელს წითელი და ასე დაუსრულებლად.. ქუჩა ცარიელია, სიმყუდროვეს მხოლოდ ფოთლების შრიალი ან ტოტების ტკაცუნი ...

სამყაროს შემოგარენში იყო ერთი მაღაზია, რომლის აბრები დიდი ხნის წინ ქარიშხალმა წაიღო, ხოლო მეპატრონეს მათი აღდგენა არც უცდია, რადგან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ისედაც იცოდნენ, რომ მაღაზიაში იყიდებოდა სურვილები. ასორტიმენტი იყო უზღვავი, ამ მაღაზიაში თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა: იახტები, ბინები, ქორწინება, კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ფული, ბავშვები, საყვარელი საქმე, ლამაზი ფიგურა, გამარჯვება კონკურსში, მანქანები, ძალაუფლება, წარმატება და კიდევ უამრავი რამ. არ იყიდებოდა მხოლოდ ...

მე მყავს მეგობარი მონტი რობერტსი, რომელსაც უზარმაზარი ცხენების რანჩო აქვს სან ისიდროში. გარკვეული დროის მანძილზე მის სახლს ვიყენებდი, ჩემი პროექტის განსახორციელებლად, რის გამოც ხშირად მიწევდა მისი სტუმრობა. ერთ–ერთი ვიზიტისას, მან მითხრა: „იცი ჯეკ, მინდა გითხრა თუ რატომ გიწყობ ხელს ოცნებების განხორციელებაში. ისტორია ერთ პატარა ბიჭთან არის კავშირში, რომელიც ძალზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა. მისი მამა ცხენების მომთვინიერებლად მუშაობდა, დადიოდა ფერმიდან ფერმამდე, ...

ჩაის თემა – ლევან წულაძე ...

1. მე არ ვარ მწერალი და აზრებს, რომელსაც დღიურში ვწერ, შეიძლება არ მოჰყვეს აღტაცება, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი მე ჯადოქარი ვარ, რომელსაც ესმის ბუნების ენა. 2. ლიტერატურული თვალსაზრისით, რაიმე ღირებული რომ შექმნა , აუცილებლად უნდა გრძნობდე საკუთარ უპირატესობას. ერთხელ მაინც უნდა დადგე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და ანგელოზად იქცე. 3. წერის დროს, არცერთ ცნობილ მწერალს და პოეტს არ მიჰბაძო, მიჰყევი ...

ეგონა ყველაფერი ოცნებით იწყებოდა და კინაღამ მეოცნებედ დარჩა, ვიდრე არ მიხვდა, რომ ნაოცნებარს რწმენაც უნდა შემატოს. ეგონა დასარწმუნებლად ძალა არ ეყოფოდა, ვიდრე გაგულისებულმა არ გადაწყვიტა, რომ შეუძლებელი არაფერია. ეგონა შესაძლებელს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, თუკი გულით მოინდომებდა, მაგრამ მარტო მონდომებითაც რას გააწყობდა, მიზანი თუ არ გააჩნდა. ეგონა მიზნისკენ სავალ გზაზე ბარიერი არ შეხვდებოდა, მაგრამ ცხოვრება პერიოდულად მწარე გაკვეთილებს ასწავლიდა. ეგონა შეცდომებზე ...

 იმასათვის, რომ გარდაქმნათ თქვენი გადაწყვეტილებები რეალობად მიჰყევით ქვემოთმოცემული მოქმედების გეგმებს. ეს არის მოქმედების მარტივი სტრატეგიები, მაგრამ მისი ცხოვრებაში დანერგვის შემთხვევაში გაოცებული დარჩებით თქვენივე მიღწევებით. • გადაიტანეთ ქაღალდზე მიზნები. შეიძლება გსმენიათ ამის შესახებ აქამდეც, მაგრამ სიმართლე არის ის, რომ მიზნების დაწერის პროცესი „გაიძულებთ“გაარკვიოთ რისი მიღწევა გსურთ ზუსტად. გამოიყენეთ ფანქარი და ფურცელი(შეგიძლიათ ქაღალდზე დაწერის შემდგომ გადაიტანოთ ის კომპიუტერში). ეს ერთი შეხედვით მარტივი ...