სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია. ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხეში თუ მეხუთეში: – დუმბაძე ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო,- ამაყენა ქართულის მასწავლებელმა. – სამშობლო.. სამშობლო ადგილი სადაც დავიბადე და… – კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი. ...

ვუძღვნი ჩემი მეგობრის, გულდა კალაძის ხსოვნას. მან პირველმა დამანახა ზღვაში ჩამავალი მზის ქიმზე მწვანე შუქი.  იგი დილის 6 საათზე ამობრძანდა და ოქროს ჯიღასავით დაადგა ერცახუს მთას. – გამარჯობა, ერცახუ! – სადა ხარ, შემოქმედო, დავილიე შენს ლოდინში! – შესჩივლა ერცახუმ. – ...