1. სატირა ცხელი წყალია,იუმორი-თბილი შხაპი,მე თბილი წყალი მირჩევნია.ადამიანი კი არ უნდა დაწვა,ჭუჭყი უნდა ჩამობანო. 2. უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.3. ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ...

უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერ სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის. არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის. მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე უბრუნებს მხატვრულ ფორმაში მისსავე სიბრძნეს და სიკეთეს. ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოუკიდებელი მწერლობაზე. ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის. ამ ბოლო ...

სახელი: ნოდარ გვარი: დუმბაძე მამის სახელი: ვლადიმერის ძე სამსახური: კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან მიწისქვეშეთი პასპორტი: უსაბუთო სისხლის ჯგუფი: უსისხლო რეზუს ფაქტორი: ურეზუსო დარეკეთ: მხოლოდ ეკლესიის ზარით >> საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს, თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ–გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ...

ნოდარ დუმბაძე საბავშვო ლიტერატურის შესახებ „მე ასე მგონია, რაც კაცობრიობას დღემდე შუქმნია, გამოქვაბულისა და კლდის მხატვრობა იქნება ეს, ველურების უცნაური ნიღბები თუ  რომისა და საბერძნეთის უზარმაზარი ამფითეატრები, ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ბავშვებისა და მოზარდებისათვის იქმნებოდა. ადამიანები ბავშვობიდანვე ქმნიდნენ თავისთვის ხელოვნებასაც, ლიტერატურასაც, ნაირ–ნაირ სანახაობებსაც: ესაა, რომ ბუნების მიერ მათთვის დაწესებული არსებობის მკაცრი რეგლამენტის გამო ვერ ასწრებდნენ ყოველივე ამით თავის დროზე ესარგებლათ და ...

,,სატირა ცხელი წყალია, იუმორი-თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო.” ნოდარ დუმბაძე ,,ნიანგის” რედაქტორი როცა იყო, დასაბეჭდად მოიტანია ნაცნობს  რაღაც მისთვის.  ნოდარს წაუკითხავს და უხუმრია: წაი, ახლა ძამა და ჯანმრთელობის ცნობა მეიტანე და მერე დაგიბეჭდავო. ამ კაცსაც არ შეუტეხავს, წასულა და მართლა მოუტანია ჯანმრთელობის ცნობა, მაგრამ ნოდარი არ დაბნეულა:  ახლა წაი და მაგ ცნობის მომცემის ...

კაცობრიობას ჰგონია , რომ მან რაღაცა უკვე ააშენა – სინამდვილეში ჯერ არაფერი არ აუშენებია – იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც რომ წარმოდგენა არა აქვს. დიდი ხნის წინ მოვიკლავდი, ბატონო, თავს , მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ ...

“ბუნების ძალავ, შემოქმედო ყოვლისა, შენ გაუთენე ჩემ ხალხს, ჩემ სამშობლოს ბედნიერი ახალი წელი. განკურნე ყოველგვარი სენისგან, მიეცი ჯანი მრთელი, ღონე შენი, ნიჭი შენი და უკვდავება შენი. დააშთე თვალი ყოველი მოშურნე მისი. საუკუნოდ დაგმანე ყური. მსურველი და მსმენელი მისი სიავისა. გაახმე ხელი მისი სიცოცხლის ხის მოჭრის სურვილად. დალოცე აკვანი, კალთა და ძუძუ საქართველოსი. გაავსე სახლი ყოველი მშრომელისა მზითა და სითბოთი, ბეღელი ...

გალაკტიონი – ნაწყვეტი რომანიდან მზიანი ღამე… ნოდარ დუმბაძე “ინტურისტის” ბაღში ყველა კუპე დაკავებული იყო. მე და გურამი აუზის გვერდით მაგიდას მივუსხედით და ვიდრე საჭმელს მოგვიტანდნენ, ლუდი მოვითხოვეთ. ოფიციანტმა ორი ბოთლი ცივი ლუდი მოიტანა. მე ჭიქის პირს მარილი მოვაყარე და ნელა მოვსვი. სასიამოვნო სიგრილემ დამიარა სხეულში. ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ...

რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი.. ვნახავდი სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს.. თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფერი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები ...

არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე. მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა ,,ვეფხისტყაოსანს’’, ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის, ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, ,,ვეფხისტყაოსანი’’ რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად – ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყო ჩემთვის, ...