ნუ მოგატყუებთ ჩემი დღევანდელი სახე, ათასობით ნიღაბს ვატარებ. მე არც ერთი არ ვარ. ნუ მოტყუვდები, ღმერთის გულისთვის! გიქმნით ძლიერი, თავდაჯერებული და ცივი ადამიანის წარმოდგენას, თითქოს არავინ მჭირდება. თუმცა ნუ დამიჯერებთ. ამ ყველაფრის უკან რეალური მე დგას. დაბნეული, მშიშარა, სიმარტოვეში მყოფი. ამიტომაც ვქმნი ნიღაბს, რომლის უკანაც ვიმალები, რომელიც ერთი შეხედვისგან მიცავს. იმ მზერისგან, რომელსაც ჩემსავე აშენებული ციხის კედლებიდან გამოხსნა შეუძლია. გულის ...

შესაძლოა, ეს თემა მეტისმეტად რთული აღსაქმელი აღმოჩნდეს  ბევრისთვის, რაც არცაა გასაკვირი, რადგან საზოგადოების 95% (ძალიან ოპტიმისტი თუ ვიქნები – 80%) უბრალოდ, ვერ გაიგებს საერთოდ რაზე იყო ამ პოსტში საუბარი, მაგრამ ამის მიუხედავად, დავწერე, რადგან გულს უნდა, სჯეროდეს, რომ თუნდაც ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, შენი სახით, ვინც ამას წაიკითხავს გააზრებულად, გადახარშავს და გამოიყენებს… წარმოიდგინე: წვეულებაზე მოსახვედრად შესასვლელში ნერვიულად წრიალებ, გაოფლილ ხელში ...

თუ მკითხავთ, როგორ შევიშალე, ეს ასე მოხდა: ერთ დღეს, ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულმა, აღმოვაჩინე რომ ყველა ჩემი ნიღაბი მოუპარავთ. შვიდი ნიღაბი, რომელთაც შვიდი ცხოვრება ვატარებდი. ხალხით სავსე ქუჩაში გავედი და ვყვიროდი: ქურდებო! დაწყევლილო ქურდებო! ადამიანები მიყურებდნენ და ეცინებოდათ, ბევრი მათგანი სახლშიც გარბოდა – ჩემი ეშინოდათ. როცა მარკეტში მივედი, სახურავზე მდგომმა ახალგაზრდამ ტირილით შესძახა: „ის შეშლილია“. მე მას ავხედე და მზე პირველად ...