დილით ადრე გავიღვიძე. ზურგჩანთაში ჩავდე  ლეპტოპი, წვრილმანი ნივთები და სახლიდან გავედი. წელს   ძალიან თბილი  შემოდგომა გვქონდა. თითქოს ღმერთს  სურდა  ისე გაეთბო ჩვენი სხეული, რომ ეს სითბო არასოდეს გასულიყო ჩვენ გულებიდან. მაგრამ რამდენიმე დღეა აცივდა. დაიწყო ოქტომბრის წვიმები. ფეისბუქზე  ზამთრის პეიზაჟს, ფინჯან ჩაისა და   მოგიზგიზე ბუხრის   ფოტოებს აზიარებენ ჩემი მეგობრები. ყველას მოგვენატრა  შინ გატარებული ზამთრის  თბილი საღამოები  და წიგნების  კითხვა საყვარელ ...