როცა ახალი დღის დადგომას ველოდები და ის დგება, მას დღევანდელ დღეს ვეძახით.. დღეს – ეს გუშინდელი ხვალეა, საქმე კი იმაშია, როგორ ვეპყრობით მას. ხშირ შემთხვევაში უქმად ვატარებთ ხვალინდელ დღეს, ისევე, როგორც გუშინდელსა და დღევანდელს. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ხელიდან გვისხლტება. ყოველი ჩვენგანი უნდა შეჩერდეს და საკუთარ თავს შეახსენოს, რომ საათი არ ჩერდება. ზუსტად ის საათი, რომელმაც ათვლა ჩვენი დაბადებისთანავე დაიწყო ...