ასეთი რამ მართლა პირველად გავიგე (ორსულები პოსტს მოარიდეთ!  )! აპლოდისმენტები ალისია მონტანოს! სპორტსმენი აშშ-ში 800 მეტრის დისტანციაზე გარბენის შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 34 კვირის ორსულმა ფინიშის ხაზამდე მისვლა 2 წუთსა და 32.12 წამში მოახერხა. ალისიამ თავისივე 2010 წლის რეკორდი 35 წამით გააუმჯობესა. 28 წლის ოლიმპიელმა სირბილზე თანხმობა ექიმისგან მიიღო. მონტანო ყველა იმ მცდარი წარმოდგენის დარღვევას იმედოვნებდა, რომელსაც ორსულის სირბილზე ამბობენ. ,, ...

გაიცანით, 8 წლის აუტისტი გოგონა, სონია შატალოვა. მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს. აფრიკელი – ღამის საუკეთესო მზვერავი. ქარი – ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება. ვერლიბრი – ლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ლექსთწყობის კანონებს და ამის გამო ის ცუდად არ არის. ცოდვა – სულიერი კარმა, რომელიც ადამიანს ღმერთს აშორებს. ბავშვობა – ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში. სული – ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ...

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გზებიც თავისუფალი იყო, რაც ნიშნავდა, რომ დანიშნულების ადგილას მისვლას 10 წუთში შევძლებდი. მგზავრობისას მივხვდი, რომ მხოლოდ 10 მილის სამყოფი საწვავი დამრჩენოდა. არ ვიცი როგორ გამომრჩა ასეთი დეტალი? როგორ დამავიწყდა შემოწმება? ყველაფერი შეიცვალა. რამდენი ჩვენგანი გარბის სწრაფად და მიზანმიმართულად ცხოვრების გზატკეცილზე. უცებ კი რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მათ ენთუზიაზმსა და მოტივაციას სრულიად ანგრევს. რამდენი აღწევს მიზნამდე და ჩერდება ...

არ არსებობს პიროვნება ,რომელსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ განეცადოს უიღბლობა ,დამარცხება და შეგრძნება იმის ,რომ აღარ აქვს ძალა ,ძალა ბრძოლის ,თავის დამკვიდრებისა და უბრალოდ წარმატების მოპოვების. ამ დროს საუკეთესო საშუალებაა შემოსძახო საკუთარ თავს და დაიწყო წინ სვლა , მარტივია თავის დახრა და ნაბიჯებით უკან დაწევა , თუმცა მისი საპირისპირო ქმედება რთულია ,მაგრამყველაზე ჭეშმარიტ გზაზე სწორედ ის წაგვიყვანს . ამ ...

ნამდვილი დისციპლინა საჭიროებს ადამიანის გამძლეობას, რათა უნარები განივითაროს და დაბრკოლებებთან ბრძოლა შეძლოს. თქვენ არ უნდა დაკარგოთ გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი დრო, თუმცა ასევე სიჩქარეც მავნებელია. იპოვეთ ოპტიმალური ვარიანტი. მოქმედების დროა მაშინ, როდესაც იდეა არის ცხელი და მიზნის მიღწევის სურვილი ყველაზე ძლიერი. მაგალითად, გსურთ ააშენოთ ბიბლიოთეკა. თუ თქვნი სურვილი მართლაც შინაგანად გწვავთ, რაღა გიშლით ხელს მოიძიოთ პირველი წიგნი? პირველს მოყვება მეორე და ...

„ზოგჯერ ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ პრობლემებზე იმის ნაცვლად, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შესაძლებლობებს“ – წერს თავის წიგნში დონალდ ტრამპი. ზოგჯერ ხდება  რაღაც გაუთვალისწინებელი მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სწყისი გეგმები. გაქვთ კი საკმარისი მოქნილობა რომ სირთულეებს თავი გაართვათ? მათ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით, მათი წინასწარ  ამოცნობა და თავიდან არიდება შეუძლებელია. ამ ფაქტის განსამტკიცებლად დონალდ ტრამპს მაგალითი მოჰყავს თავისი ცხოვრებიდან. „ისინი ვინც ხშირად გამკლავებიან ...

თეონა ყოლბაია, პატიმარი გოგონა ქართული Voice-ის სცენაზე. მისი ისტორია და ემოციურად შესრულებული “Ave Maria”. ...

უნგრეთში მიმდინარე ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, ირმა ხეცურიანმა მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირმა ხეცურიანმა ფარიკაობაში ვარჯიში სულ რაღაც 2 წელია დაიწყო. თუმცა 2 წლის განმავლობაში 4 მედლის მოპოვება მოახერხა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი კანადის გრანპრიზე ბრინჯაოსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლებია. ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა ასევე პოლონეთის ღია ჩემპიონატზე. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე მან ყველა ...

ეს TAXI 200-200-ის ოფისია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, ე.წ. ,,ჩვეულებრივ’’ ადამიანებთან ერთად,უკვე რამდენიმე თვეა,მუშაობენ და თავს შესანიშნავად გრძნობენ. პროექტი 2015 წლის თებერვალში განხორციელდა და მას შემდეგ საკმაოდ აქტუალურ საკითხად იქცა. ამ თემაზე ვრცლად კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ხოფერია გვესაუბრება: -როდიდან დაიწყეთ შშმ პირების თქვენს კომპანიაში აქტიურად ჩართვა? -„დიდუბე პლაზაში“მუშაობა თებერვლიდან დავიწყეთ. იქიდან გამომდინარე, რომ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა იყო ...

არიზონაში, 1983 წელს დაბადებულმა ჯესიკამ ისწავლა, როგორ ეცხოვრა მხოლოდ ფეხებით. შეკითხვაზე, თუ რატომ დაიბადა იგი ხელების გარეშე, ექიმებს პასუხი არ ჰქონდათ. არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა ჯესიკა ,,ნორმალურად’’ ცხოვრებას. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მამამისს არასდროს დაუღვრია ცრემლი შვილის მდგომარეობაზე და გოგონას შესაძლებლობებში ღრმად იყო დარწმუნებული. მშობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომით, ჯესიკა თავდაჯერებული გახდა. ბავშვობაში, გოგონა ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა. როდესაც პირველი ...