ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს უაღრესად ბოროტებისა და უბედურების სახელით განიხილავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე განვითარებული სინდისი მკვლელს, როგორც უდიდესი ბოროტების გამოწვევ მიზეზს, უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება. იგი ჩვენი სულის სამკვიდროს მორევში მძლავრ ქარიშხლად ტრიალდება, ჩვეულებრივ დროს გაჭედილ ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამასრულებელი ...