ადამიანები იმაზე პატარა მიზნებს ისახავენ, ვიდრე რეალური შესაძლებლობები გააჩნიათ… სიმართლე კი მათი შეხედულებებისაგან რადიკალურად განსხვავდება. თქვენ ამ სამყაროს იმაზე ბევრად მეტი ნიჭითა და შესაძლებლობებით მოევლინეთ, ვიდრე ოდესმე შეძლებთ გამოიყენოთ. 100 სიცოცხლეც, რომ გქონდეთ თქვენს პოტენციალს ბოლომდე მაინც ვერ  ამოწურავთ. ჩვენი ტვინი 20 მილიარდი უჯრედისაგან შედგება, რომლებიც ათასობით სხვადასხვა ნერვული უჯრედით არის დაკავშირებული ერთმანეთთან. იდეათა და ფიქრთა შესაძლო კომბინაციების რაოდენობა, რომელთა ...