ფსიქოლოგია ჩნდება მხოლოდ იმის შემდეგ, როცა უკვე გვაქვს სინდისის კატეგორია. თუ არსებობს სინდისი, მაშინ შეგვიძლია საუბარი სამყაროზე, სადაც ადამიანებს აქვთ დადებითი თუ უარყოფითი თვისებები. მაგრამ როგორ განისაზღვრება, როგორ აღიზრდება ან გადაიცემა თავად სინდისი? როგორ თვითწარმოიქმნება? ბერძნებმა ამასთან კავშირში შემოიტანეს დიალექტიკის ცნება, იღებდნენ რა მხედველობაში, რომ სწორედ დიალექტიკა არის ისეთი მდგომარეობა საპირისპირო დაჭიმულობათა შორის, რომლის შიგნით შეიძლება წარმოიქმნას მოვლენა, რომელიც თვით ...

1. რელიგიური ენა რომ გასაგები იყოს, ყველა მორწმუნე ყველაფერს გაიგებდა; მაგრამ, სამწუხაროდ, კაცი, შეიძლება, ეკლესიაში დადიოდეს, ქადაგებას ისმენდეს, მაგრამ რელიგიური ენის თავისებურების გამო მას მაინც ვერ იგებდეს. 2. ჩემთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემის გადაწყვეტის ...

ფსიქოანალიზის არსებით მომენტად მე მიაჩნია ის, რომ მისი ანალიტიკური აპარატი უმთავრეს აზრობრივ კავშირებში ატარებს სიმბოლურ ხასიათს, რაც ხშირად ხდებოდა წყარო იმ მრავალი გაუგებრობებისა, რაც ფსიქოანალიზის, როგორც მეცნიერულ მეთოდის შეფასებებთან იყო დაკავშირებული! ერთ-ერთი მიზეზი ამისა ის იყო, რომ ჯერ კიდევ ფროიდის შრომების შეფასებისას, მაშინაც და დღესაც, ადგილი ჰქონდა და აქვს ტენდენციურ გადაჭარბებებს კლასიკოს მეცნიერ კრიტიკოსთა მხრიდან… კერძოდ, ბევრი მათგანი ფროიდის შეხედულებებს ...

კანტი ამბობდა, რომ ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაული ან ყველაზე დიდი სრულყოფილებაა ”სული, გრძნობებით აღსავსე”. აქ მეტაფორულად უნდა ვიგულისხმოთ თვითონ გრძნობის სისრულე ან ინტენსიურობა, რაღაცგვარი ამაღლება, თითქოს გრძნობის ფრთები, ან ტალღა მიმაქროლებდეს. ტალღა კი არის, ან არ არის. შეიძლება მთელი სიცოცხლე ვიოცნებო იმ ქალის ნახვაზე, რომელიც მიყვარს, ბოლოს შევხვდე, მაგრამ ეს შეხვედრა მხოლოდ მაშინ იქცევა ხდომილებად, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღიწეროს, როგორც ...