შემოგვიერთდნენ თუ არა ბათომის მაზრის მაჰმადიან ქართველები, ზოგიერთებმა იმთავითვე ქადაგება და დამტკიცება დაიწყეს, რომ ყველაზე პირველად ჩვენ ის მაჰმადიანი ქართველები უნდა მოვნათლოთ, გავაქრისტიანოთო; მხოლოთ როცა მოინათლებიან, მაშინ შეიქნებიან ისინი ნამდვილ ჩვენ მოძმეებად, მხოლოთ მაშინ ქრისტიანობას შეუძლიან ამათი დამშვიდება და ჩვენთან მოთავსებაო. ამ დღეებში მივიღეთ ჩვენ ახლად ქართულს ენაზე გამოცემული წიგნი მღვდლის სიმეონ ბეგიევისა, სახელად “პოლემიკური საუბარი მღვდლისა ინგილოთ ეფენდისთან”. მთელი ...