წარმოგიდგენთ საინტერესო ნაწყვეტს ცნობილი ბრაზილიელი განათლების მკვლევარის პაულო ფრეიერის „ჩაგრულთა პედაგოგიკიდან“, ვფიქრობ სტატია კარგად ეხმიანება ჩვენს რეალობას. „განათლების საბანკო მოდელი“ : ეს არის სწავლების პროცესი როცა მასწავლებელი ისე ლაპარაკობს რეალობის შესახებ თითქოს ის უძრავი, სტატიკური, დანაწევრებული და პროგნოზირებადი იყოს, ან ისეთ საკითხს ხსნის, რომელიც უცნობია მოსწავლეთა ეგზისტენციალური გამოცდილებისთვის. მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეების „ამოვსება“ თავისი მონათხრობით, რომლებიც განცალკევებულია რეალობისგან, მოკლებულია იმ მთლიანობას ...

ალბათ ნებისმიერი მასწავლებლის გულს მოიგებდა მოსწავლის მიერ ნაჩუქარი პატარა საჩუქარიც კი. ამიტომ გთავაზობთ 5 საუკეთესო და მარტივ საჩუქარს,რომელიც თქვენს მასწავლებელს აუცილებლად გაახარებს. როდესაც მასწავლებელს საჩუქარს ჩუქნი,ამაში არამხოლოდ მადლიერება,არამედ დამოკიდებულება და სიყვარულიც უნდა ჩანდეს. ეცადეთ გამოირჩეოდეთ უმრავლესობისგან და შეარჩიეთ საჩუქარი თქვენი მასწავლებლის მისწრაფებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა,მასწავლებელს თქვენი ნებისმიერი საჩუქარი ძალიან გაახარებს,მაგრამ ჩვენ ვიცით რა დაადნობს თქვენი მასწავლებლის გულს ყველაზე მეტად ...

თუ პროგრესული განათლება თავისთავად არ მიგითითებთ მის არსზე, მოდით განვმარტოთ მისი მნიშვნელობა,რომ მომავალში წინ აღვუდგეთ კომფორმიზმსა და სტანდარტიზაციას. თუმცა,რა თქმა უნდა,ზოგიერთი პედაგოგისთვის,რომელიც ტრადიციული განათლების სისტემის ერთგულებით გამოირჩევა,მსგავსი შეფასება შესაძლებელია მიუღებელი აღმოჩნდეს. პედაგოგები,ისევე როგორც ყველა ადამაინი,ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შესაბამისად აქვთ სხვადასხვა შეხედულება თუ როგორი უნდა იყოს სასწავლო პროცესი. მაგალითად ზოგიერთი პედაგოგი თვლის,რომ სწავლების პროცესის დროს თითოეული მოსწავლის ინტერესები უნდა გაითვალისწინო და ...

შეუძლებელია, რომელიმე სტატიაში ან, თუნდაც წიგნში დაეტიოს ყველაფერი, რაც რეალურად მშობლებმა უნდა იცოდნენ სწავლებისა და აღზრდის შესახებ და არც არსებობს რაიმე კონკრეტული ფორმულა, რომ იყო საუკეთესო მშობელი. კვლევებით არც ის არის დადგენილი ზუსტად რა პროცენტით ახდენს გავლენას მშობელი შვილის აღზრდაზე. მიზანი ამ სტატიის არის გარკვეული გამოცდილების გაზიარება სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის და მცირე რეკომენდაციების მიცემა, თუ როგორ მოიქცნენ სიტუაციებში, როცა ზუსტად ...

1951 წლის 16 დეკემბერს ჟურნალ „ნიუ იორკ თაიმსში“ დაიბეჭდა ბერტრანდ რასელის სტატია, რომელსაც ერქვა: „ფანატიზმის საუკეთესო პასუხი ლიბერალიზმია“. სტატიის დასასრულს ავტორის მიერ ჩამოყალიბებული იყო  „ათი მცნება მასწავლებელთათვის“. 10 მცნება მასწავლებელთათვის: 1. ნუ იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული ყველაფერში. 2. წინ წაწევას სიმართლის დამალვით ნუ შეეცდებით, რადგან იგი აუცილებლად გაცხადდება. 3. ხელს ნუ შეუშლით აზრებს, რომელთა წარმატებაშიც დარწმუნებული ხართ. 4. როდესაც საწინააღმდეგო აზრს ...

პედაგოგებო, ამ სტატიაში არ წერია არაფერი, რაც თქვენ არ იცით, ან არ აკეთებთ ყოველდღიურად. არც ყველაფერია, რაც უნდა იცოდეთ. სტატიის მიზანია თავი მოუყაროს და სისტემატიზაცია გაუკეთოს ძირითად და ჩვენ რეალობაში აქტუალურ საკითხებს, რისი ცოდნა და მუდმივად გათვალისწინება დაგეხმარებათ უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. პირველ რიგში, რაც ყველა მასწავლებელმა აუცილებლად უნდა იცოდეს ეს არის ზოგადი განათლების მიზნები. რა მიზანს ემსახურება ...