ვზივარ და ვფიქრობ, რომელია უფრო ბედნიერია: მე, რომელსაც ბავშვობაში არც iphone მქონდა, არც ipad, არც სათამაშოები ( ძაააააალიან ცოტა), არც შუქი (უმეტესწილად), ვიჯექი ჩემთვის, ვკითხულობდი წიგნებს, ვგრძნობდი მათ სუნს, ვწერდი, ვქარგავდი, ვძერწავდი, ვჩხირკედელაობდი, ხან ხეს ვჩორკნიდი, ხან მუყაოსგან სათამაშო ვიდეოკამერას ვქმნიდი, ბისერებით ვაწყობდი სამკაულებს, ვხატავდი, ვქსოვდი და ა.შ. თუ თანამედროვე ბავშვები, ვისაც ყოველივე ეს არ უკეთებიათ, სამაგიეროდ ბოლო მოდელის მობილურით ...