1.ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს,ყველა საუბრობს მასზე, თუმცა ცოტაა ისეთი ვისაც თავისი თვალით უხილავს იგი. 2.სიყვარული ერთია,სიყვარულობა–ურიცხვი. 3.არავითარ თვალთმაქცობას არ შეუძლია დამალოს სიყვარული იქ, სადაც იგი ნამდვილად არის და არავითარ ძალას არ შეუძლია გვაჩვენოს სიყვარული იქ, სადაც იგი არ არსებობს. 4.ადამიანი არასოდეს არის ისეთი ბედნიერი ან უბედური, როგორც თავად ჰგონია. 5.ჩვენ სიხარულს გგვრის არა ის,რაც ჩვენს გარშემოა, არამედ ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროს ...

ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ არსებობა, უკეთესის ძიებაში მუდამ წინ ვისწრაფით, ვცდილობთ წარმატება მოვიპოვოთ და სიმდიდრე დავაგროვოთ. ვერ ვიტანთ, როდესაც სხვები წინ გვეღობებიან და იმასვე ისურვებენ, რასაც ჩვენ. მეტოქეთა დაჯაბნას ვცდილობთ, უამრავ საზრუნავსა და ჭირს გადავეყრებით, მაგრამ საზოგადეობაში ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ თუ არა, უსიამო მოგონებებს დავიწყების წყალს ვატანთ: მთავარია, წადილი აღვისრულეთ და ახლა თავს ვარწმუნებთ, რომ ჩვენს ბედნიერებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. ...

ადამიანურ მწუხარებაში ხშირად თავს იჩენს სხვადასხვაგვარი პირფერობა. ზოგჯერ ადამიანის დაკარგვას, რომ დავტირით, ჩვენ დავტირით ჩვენსავე თავს; დავტირით ჩვენს დაკარგულ ბედნიერებას, სიმდიდრეს, გავლენას, ვგლოვობთ იმ გულისხმიერებას, რომელსაც არ გვაკლებდა მიცვალებული. ამრიგად ჩვენ დავტირით ცოცხალთა ხვედრს, თუმცაღა მკვდრებს კი ვაკუთვნებთ ჩვენსავე მწუხარებას. ამნაირი პირფერობა მე მიმაჩნია გულუბრყვილო პირფერობად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადამიანები ატყუებენ არამარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. მაგრამ არსებობს სხვანაირი პირფერობაც, ...

1.არაფერი არ ბღალავს ჩვენს თავმოყვარეობას ისე, როგორც იმის შეგრძნება, რომ დღეს ვიწუნებთ იმას, რასაც გუშინ ვიწონებდით” – ფრანსუა დე ლაროშფუკო 2. “ვინც მეტისმეტ გულმოდგინებას იჩენს პატარა საქმეში. დიდ საქმეს ვერასოდეს გაართმევს თავს” – ფრანსუა დე ლაროშფუკო 3.“ანგარება ყველა ენაზე ლაპარაკობს და ყველა როლს ასრულებს. თვით უანგარობის როლსაც” – ფრანსუა დე ლაროშფუკო ” 4. “არ არსებობს კაცი, რომელიც ერთხელ გულს აიყრის ...