ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლადო ასათიანის ფენომენი ჯერ კიდევ აუხსნელია. იგი იმ დროს გამოვიდა პოეტურ ასპარეზზე, როცა ლიტერატურაში თავისუფლება იკრძალებოდა. შემოქმედებითად განწყობილ მწერლებს ან ხვრეტდნენ ან დუმილის აღთქმას ადებინებდნენ. თუმცა ლადო ასათიანი გარეგნულად აპოლიტიკურიც კი ჩანდა. მას ბევრი მიზეზი ჰქონდა იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე გამწყრალი ყოფილოყო. მაგრამ ზოგჯერ კი გამოთქვამდა ხოლმე სიმპათიებს, თუმცა მხოლოდ პიროვნულ და ადამიანურ დონეზე. ხოლო მისი პოეზია თავისი ...

ძმაო რეზო! მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ. სხვა?! საღამოებს მართავთ და მართავთ. ალიოშა მწერს, რეზო საღამოსთვის ემზადება, დატვირთულიაო. ჯაბუშანურის საღამო… ახლა შენგელიას საღამოც იქნება თურმე, მაგრამ ლექსებს თვითონ რომ ვერ წაიკითხავს?! თუმცა მერე რა, ჟაკი წაიკითხავს, ალბათ… მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. ...

გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს. ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე ...

ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე, როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი, და ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო, რას ქვია, პასუხს მომწერ… ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ ასეთი რამეები არ არის ...