“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ...

როგორ ვწერ? ჰმ! ძნელია ამის აწერა, თუ როგორ ვწერ. შემოქმედების ამბავი ჯერაც უაღრესის იდუმალებითაა მოცული, მეცნიერება დიდ მუშაობას ეწევა შემოქმედების პროცესის შესაცნობად. თეორიები მრავალია, მაგრამ რა?.. ამ ამბის გაცხადება რომ შეიძლებოდეს, მაშინ ყოველი მკითხველი წერას ისწავლიდა (და შეუძლებელი საქმე შეიქნებოდა ყოველივე ხელოვნება). მე არ მინდა იმ ევროპელ მოგვებს დამადარონ, მწიგნობრობას კასტის საუფლოდ რომ აცხადებენ. მწიგნობრობა, ლიტერატურა სხვაა, პოეზია კიდევ სულ ...

„ჰმ, იცით, ჩვენ, აღმოსავლეთელები, ყველაზე უკეთ ვაფასებთ ქალებს, ქალის რომანტიზმის ბურუსში გახვევა –ეს ევროპელების საქმეა. ეს იბსენისებური სისულელებია. ასეთი ქალები, სალაყბო სალონებში თუ გამოდგებიან. ისინი აკვანსა და ქმრის სარეცელს ვერ შეეგუებიან. უნდა შევურიგდეთ ამ აზრს,რომ ოჯახი და ჰარემი ოდნავ განსხვავდებიან. მხოლოდ რიცხვით. ცოლობაც პიროვნული მონობის ცალფა ნიღაბია. იბსენის და მის მიმდევრების სულელურმა რომანტიკამ შექმნა ქალთა ამბოხი. ნახეთ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის ...

„ჰექტორის დამარცხება ამერიკის გამარჯვებაა. ჰექტორი მთელი ევროპის ჩემპიონი იყო. თქვენ ნახავთ, ევროპა მალე ისეთივე სიძველეთა მუზეუმი იქნება, როგორც რომი და ჰელლა“,- ამბობს მისის ბლუტი. „კი მაგრამ…- ეუბნება მისის ბლუტს პოეტი მენიე,- ეს ყველაფერი ცივილიზაციაა… კულტურა? სული?“ „იცით, მისტერ მენიე, ამერიკას ერთიც აქვს და მეორეც, მხოლოდ დანახვა უნდა მათ. განა ბრუკლინის ხიდი, უელსის 60 სართულიანი სახლები კულტურა არ არის ? განა ...

“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, ...

1. ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.   მთვარის მოტაცება 2.ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.  მთვარის მოტაცება 3. ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.   მთვარის მოტაცება. 4. თუ გსურს ...