არსებობს ერთი ასეთი ანეგდოტი: „ორ გურულს დათვი გამოეკიდება, სირბილისგან გადაქანცული ერთი მეორეს ეუბნება: აზრი არ აქვს, მაინც ვერ გავასწრებთო. მეორე პასუხობს: დათვისთვის კი არა, შენთვის გამასწრებინა, მეტი არაფერი მინდაო”. სამყარო ასეა მოწყობილი: რესურსები შეზღუდულია და მხოლოდ მას ერგება უფრო მეტი, ვინც სხვებზე უკეთ შეძლებს მის გამოყენებას. კონკურენციას ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას ძველი ბერძნებიც კარგად აცნობიერებდნენ და შესაძლებლობების საზომ საშუალებად ...