მსოფლიოში მხოლოდ ერთი გზა არსებობს ვინმე რომ რაიმეს გაკეთებაში დაარწმუნო. ოდესმე ამის შესახებ გიფიქრიათ? დიახ, ერთადერთი ხერხი. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უბიძგო ამ საქმის გაკეთება მოუნდეს. გახსოვდეთ, სხვა გზა არ არსებობს. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ ადამიანი აიძულოთ თავისი საათი მოგცეთ, თუკი რევოლვერს მიაბჯენთ. განთავისუფლების მუქარით შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებს მუშაობა აიძულოთ და ისინი ამას გააკეთებენ, სანამ მათ თვალს არ მოეფარებით. მაგრამ ...