დღეს ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანი არ არის. პირად ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, ცოტაა ისეთი სამუშაო, სადაც ადამიანი სხვების გვერდით არ მუშაობს. განცხადებებში, რომელებიც ვაკანსიებს ეხება, ყველაზე ხშირი მოთხოვნაა –  „ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი“. ინტერპერსონალური კომუნიკაცია გულისხმობს, კომუნიკაციას ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის, ანუ ურთიერთობას იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ერთმანეთთან რაიმე აკავშირებს. ხშირად ურთიერთობებისას ერთი ადამიანი მეტადაა ...