თინათინ ქავთარაძე – ილია უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი. შემიძლია თავს იმის უფლება მივცე, რომ ძვირადღირებული ნივთი ვიყიდო. არის ეს ჩემი წარმატების მაჩვენებელი? ან იქნებ ისაა წარმატება, როცა სარფიანად გათხოვდები, ან ოცდაათ კილოგრამს დაიკლებ. შეიძლება „მწვანე ბრათის“ მიღება წარმატებად მიიჩნიო. საკითხის ახლებურად დასმაც წარმატებაა და წიგნის დაწერაც. ყოველი ჩვენგანისთვის წარმატების, ბედნიერების, სიყვარულის, ამ აბსტრაქტული ცნებების აღქმა ისეთია, ...