ბავშვი საკუთარ თავს აფასებს გარემოდან წამოსული შეფასებების ფონზე. ის ხშირად ბევრ რამეში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მას სჭირდება სტიმული, რომ განახორციელოს დაწყებული საქმე. სჭირდება მისთვის პრიორიტეტული ადამიანების პატივისცემა, რომ პატივი სცეს საკუთარ თავს. თვით–ღირებულებასაც ბავშვი იმის მიხედვით იძენს, თუ რამდენად ღირებულია ის მასზე მზრუნველი ადამიანებისა და სხვა გარეშე ადამიანებისათვის. რა აკეთებს ზრდასრული ადამიანი? ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანსაღი ფსიქიკა ამ ყველაფერზე ...