თუ გსურთ ზუსტად შეიცნოთ თქვენი მდგომარეობა, დააკვირდით ამ იგავის არსს: „ერთი კაცი ქარიშხალმა გარიყა უცხო კუნძულზე, რომლის მცხოვრებნიც ფრიად შეჭირვებულნი იყვნენ, რადგანაც მეფე დაჰკარგვოდათ და ვეღარ ეპოვნათ. ეს კაცი სახითაც და ტანითაც ზედმიწევნით დაკარგულ მეფეს ჰგავდა, ამიტომ კუნძულელებმა თავიანთ მბრძანებლად მიიჩნიეს და მეფედ დაისვეს. თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, შეცბა, არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა, მაგრამ მალევე გადაწყვიტა თავისი კეთილდღეობისთვის ეზრუნა. ...