ვუძღვნი ჭშმარიტ თოლია ჯონათანს, რომელიც ყველა ადამიანში ცხოვრობს. ,,ამ წიგნით რიჩარდ ბახმა ორი რამ მომანიჭა: ფრენა შემაძლებინა და გამაახალგაზრდავა. ორივესთვის უღრმესი მადლობელი ვარ“. – რეი ბრედბერი ამერიკელი მწერალი რიჩარდ ბახი დიდი გერმანელი კომპოზიტორის შთამომავალია. იგი პროფესიით მფრინავია და ხშირად სენტ-ეკზიუპერისაც უწოდებენ. სახელი და დიდება მას ამ მოთხრობამ მოუტანა. ადრინდელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს წარმატება არა ჰქონია. თუმცა, არც ჯონათანის ავტორად თვლის იგი ...

დემოკრატია განიხილება, როგორც პასუხსაგები და კომპეტენტური მმართველობა, ამასთან, ლიბერალური მორალის მიხედვით, პასუხისმგებლობის პრინციპი დომინირებს თანამონაწილეობის პრინციპზე. ლიბერალიზმის კლასიკურ თეორიას საფუძვლად დაედო თავისუფლების ახლებური გააზრება, რომლის შესახებაც საუბრობდა მაგალითად, რესტავრაციის ეპოქის ფრანგი მკვლევარი ბენჯამინ კონსტან დერებეკი.იგი განასხვავებდა თავისუფლების „ძველსა“ და „ახალ“ გაგებას. თავისუფლების ძველი გააზრება გულისხმობდა, რომ უმაღლესი ხელისუფლების კოლექტიური, ერთობლივი განხორციელების შესაძლებლობას, უმნიშვნელოვანესი საკითხების საჯარო განხილვას, კანონების კენჭისყრას, მაგისტრატების პასუხისმგბელობას. ...

ომი მშვიდობაა   მონობა თავისუფლებაა  უმეცრება ძალაა    „ჩვენ პატივს მივაგებთ თავისუფლების სახელს და არსს, თავისუფლებას ხოტბას ვასხავთ და სათაყვანებელ ძეგლებს ვუგებთ. თავისუფლება სრულად ითხოვს ჩვენს სამსახურს. თავისუფლება! ეს არის სიტყვა, რომელიც სასწაულებს ახდენს. ეს არის სიტყვა, რომელიც სმენას ატკბობს, რადგანაც თავისუფლება სამართლიანობას ნიშნავს, ხოლო სამართლიანობა ბუნების კანონია. სიჯანსაღის, სიმეტრიის და ძლიერების, ძმობის და თანამშრომლობის კანონი“. ეს სიტყვები ჰენრი ჯორჯს ...