მსურს ვიყო თავისუფალი. არ მაწუხებდეს არაფერი, მათ შორის მონატრება….! არაჩვეულებრივი შეგრძნებაა როდესაც, უბრალოდ ბედნიერი ხარ. თითქოს ღრუბლებს მიღმა დაფრინავ და თავისუფალი ხარ, ისეთი თავისუფალი როორიც აქამდე არასდროს ყოფილხარ. ბრწყინავ, სუნთქავ, ხედავ, შეგიძლია შეიგრძნო თითოეული წამი, წუთი, თუმცა ეს შენ არ გჭირდება რადგან თავისუფალი ხარ, შლი ხელებს და შეიგრძნობ თუ როგორ ნაზად მოძრაობს თითოეული შენი სხეულის ნაწილიm როგორი აღმაფრენით სავსე ხარ. ...

საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი – მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია. მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად ...

“ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს, როგორ თავისუფლად მოქმედებს, როცა შეძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი და ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსაზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის. გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად, უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ...

თავისუფლება…ჩემთვის მწვანეა,  ოღონდ როცა გსურს შენობის და როცა გსურს ბუნების ფერი. ჩემი აზრით თავისუფალი ხარ, როცა: შენ აკეთებ არჩევანს დასვენებასა და სამსახურს შორის. შენ ირჩევ რისი გაკეთება გსურს და რა გამოგდის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო 24 საათი, მაგრამ მთავარია  შენ გადაწყვიტე ასე! შენ წყვეტ როდის შექმნა ოჯახი, ვისთან ერთად, როდის და როგორ გაზარდო შვილი და არ მოექცე სხვისი ...

‘ორგანიზებული რელიგია არის აბლაბუდა ათასობით დოქტრინისგან, რიტუალებისგან და თავზე მოხვეული რწმენებისგან, რომლის ცენტრშიც ღმერთია – უდიდესი ობობა,. ამ აბლაბუდაში ხალხი იღუპება.“ – რიჩარდ ბახი სიტყვის თავისუფლება, ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვან ღირებულებათაგან, რომლებიც კაცობრიობის უდიდეს მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს. ის თანამედროვე დემოკრატიის უმთავრესი კომპონენტი, ჟანგბადი და მასაზრდოვებელი ძალაა.თუმცა, მხოლოდ მაშინ , როდესაც ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა ფენებისა და კლასების თვითშეგნების ამაღლებას , ევოლუციურ განვითარებას.ის ერებსა ...

რატომ არის შოთა რუსთაველი გენიოსი,რომლის შესახებაც არავინ დავობს. რა გააკეთა მან ასეთი და რა გვითხრა? რისი თქმა სურდა რუსთაველს ვეფხისტყაოსნის საშუალებით და ვინ არის ტარიელი მის ნაწარმოებში? ფილოლოგი გია მურღულია ამ კითხვებზე ძალიან საინტერესო პასუხებს გვთავაზობს. ...

ადამიანის სწრაფვა აუხდენელი ოცნებისკენ არის გარდაუვალი. დრო ცვლის გარემოებებს,თუმცა დროს ვერაფერი ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ დრო ადამიანის აზროვნებას ბლოკავს, ის ყოველთვის გაძლევს შანსს გახვიდე ჩარჩოებიდან, დააპაუზო დეგრადირებული გონება და თავისუფალი აზროვნება ფართო გზით მიმართო . ჩნდება კითხვა “ჯანსაღი კრიტიკა თუ ბლოკირებული აზროვნება? აზროვნების თავისუფლების გამოვლინება თუ დოგმების ტყვეობაში დეგრადირებული სიტყვების სააშკარაოზე გამოტანა? ეს კითხვები იმ ადამიანების მიმართ მიჩნდება, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ...

ადამიანებს ყოველთვის აქვთ შინაგანად გაქცევის სურვილი ,რეალურად რომ დაფიქრდნენ არ იციან რას გაურბიან.ამბობენ რომ მათ თავისუფლება სურთ ,თუმცა თავისუფლად მყოფებიც არ არიან კმაყოფილები და ყოველთვის პოულობენ მიზეზს,რის გამოც მოჩვენებითად თავს იმართლებენ. თავისუფლების სურვისლ ყველა ასაკში თავის განმარტება აქვს,უკმაყოფილება როცა ოჯახის წევრები გზღუდავენ,კონტროლი,მეზობლები,ნათესავები და ფრაზა რომელიც ყველა ასაკს თან სდევს“რას იტყვის ხალხი„ დაფიქრდით იმაზე,რას იტყვით თქვენ ,თუ თქვენ თქვენი თავი გაკმაყოფილებთ ...

ჩემთვის პირიქით იყო და არის, და ისინი, ვინც დინების წინააღმდეგ მიდიან, ყველაზე საინტერესო ადამიანები არიან კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები მხოლოდ იმ არაამერიკელ ლიდერებს უჭერენ მხარს, ვინც მათთვის სასურველ ისტორიას ქმნიან. ზვიად გამსახურდიას კი ყველაზე მეტად აინტერესებდა, რომელსაც ქმნიდა კიდეც, მაგრამ ამერიკელები და რუსები რას გვაპატიებდნენ, როცა ქართველებმაც კი არ აპატიეს პირველ პრეზიდენტს ძალიან უბრალო შეცდომები, როცა მთავარი და მეათეხარისხოვანი ...

გოთი, რეპერი, ემო, მეტალისტი, ჰიპი, ბაიკერი… გასულმა  საუკუნემ სხვადასხვა დაჯგუფებითა თუ სუბკულტურის ჩამოყალიბებით ადამიანთა ნაწილს თავსატეხი, ნაწილს კი  თვითგამოხატვის იმპულსური ქმედებებისკენ უბიძგა.  ამ უკანასკნელთ ერთი რამ,  ცხოვრების  განსხვავებული სტილი აერთიანებთ. როგორ უყურებს მათ საზოგადოება? ერთ ნაწილს   მათი ესმის, თუმცა ამ ინტერესს არ იზიარებს. მეორე ნაწილს მათი ესმის და ებმება თამაშში.  ან არ ებმება, მაგრამ თვალს ადევნებს. მესამე ნაწილი მათი ქმედებებისადმი ...