უკან ჩამორჩენილი მწერალი წინ მიმავალ ხალხს ვერაფერ სულიერ საზრდოს ვერ მიაწვდის. არაფერს ზებუნებრივსა და არარსებულს მწერლობა არ ქმნის. მწერლობა ხალხის წიაღში ეძებს განძს დღენიადაგ, პოულობს მას და შემდეგ ხალხსავე უბრუნებს მხატვრულ ფორმაში მისსავე სიბრძნეს და სიკეთეს. ხალხის სულიერი აღზრდა, სულის სისპეტაკე და სიწმინდე ბევრად არის დამოუკიდებელი მწერლობაზე. ჩვენ, მწერლებს, არანაკლები ზრუნვა მოგვიწევს საკუთარი სულის სიწმინდისა და სისპეტაკის სრულყოფისათვის. ამ ბოლო ...

საკანი. სენაკს მაგონებს იგი, პატიმარი – მეუდაბნოეს არანებაყოფლობითს. ასე განსაჯეთ, აქ იძულებით უნდა დავატყვევო საკუთარ თავში უსასრულო წყება სურვილებისა, სამშვინველისეული ქაოსის უმისამართო ენერგიით აღძრული, ლტოლვები, რომელთა დასადავება, გათოკვა და ჭკუაზე მოყვანა მეუდაბნოეთა, სოფლისაგან განდგომილთა სანუკვარი მიზანია. მეც აღარ დავაყოვნე და უმკაცრესი კანონმდებელივით სანქცია დავადე ჩემს აბეზარ სურვილებს, გარდუვალობის ძალით სათითაოდ დავატუსაღე და შევუდექი მათ ულმობელ განკითხვას. გაუჩინარდა გლუვი გველაძუა, ნაირფრად ...

ავირჩიეთ რადიკალიზმი და არავის გაგება აღარ შეგვიძლია… საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ხშირად ვისმენ შემდეგ სიტყვებს: ,,დღევანდელი ახალგაზრდობა სულ სხვანაირია’’, ,,ეს თაობა სულ გადაგვარდა’’, ,,მოხუცის პატივისცემაც აღარ იციან.’’ თანამოაზრეები, ერთმანეთის პოვნის შემდეგ, საუბარს განაგრძობენ და ყველაფერს ტრადიციების კონტექსტში განიხილავენ. მიდი, შეეკამათე, თუ გაბედავ და უზრდელის ისეთ იარლიყს მიგაკერებენ, შესაძლოა ტრანსპორტიდან ჩასვლის შემდეგაც ვერ მოიშორო. ამ საკითხზე საკმაოდ ბევრს ვფიქრობ. ნეტა რომელ ტრადიციას ...

წინ ხიდია… ხიდი, რომელიც სამშობლოს გიყოფს. ხიდს, გაღმა კი შენი მშობლიური მხარეა. საკუთარ სამშობლოში დგახარ და აცნობიერებ რომ არ გძალუძს, ერთი კუთხიდან მეორეში თავისუფლად გადააადგილდე. კვლავ დგახარ და გაჰყურებ ცას, რომელიც ამ მზიან დღეს რატომღაც ნაცრისფრად მოსჩანს. გული დიდი ხანია რაც მონატრებით სავსეა. გრძნობ, რომ ამ წუთას კვლავ უძლური ხარ, უძლური კი იმიტომ ხარ რომ მათ შენზე მეტი ძალა აქვთ. ...

„ვინ იყო იოსებ სტალინი? ეს დილემური კითხვა დგას მსოფლიო საისტორიო მეცნიერების წინაშე, მაგრამ ამ გრანდიოზულ თემას მარტოოდენ ისტორიულ–მეცნიერული გააზრება ვერ გასწვდება. სტალინის ფენომენი სულიერი მეცნიერების და ფილოსოფიის დარგი უფროა, მერე კი ისტორიის ფილოსოფიის საკვლევი საგანი, რადაგან სტალინის გარეგნულად წინააღმდეგობრივი ბუნება–ხასიათი ვერ ჯდება რომელიმე ტრაფარეტული მეცნიერების კანონიკურ ჩარჩოებში. იოსებ სტალინი კანონგარეშე მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით ანუ ყველაზე ...

ნოდარ დუმბაძე საბავშვო ლიტერატურის შესახებ „მე ასე მგონია, რაც კაცობრიობას დღემდე შუქმნია, გამოქვაბულისა და კლდის მხატვრობა იქნება ეს, ველურების უცნაური ნიღბები თუ  რომისა და საბერძნეთის უზარმაზარი ამფითეატრები, ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ბავშვებისა და მოზარდებისათვის იქმნებოდა. ადამიანები ბავშვობიდანვე ქმნიდნენ თავისთვის ხელოვნებასაც, ლიტერატურასაც, ნაირ–ნაირ სანახაობებსაც: ესაა, რომ ბუნების მიერ მათთვის დაწესებული არსებობის მკაცრი რეგლამენტის გამო ვერ ასწრებდნენ ყოველივე ამით თავის დროზე ესარგებლათ და ...

სადღეისო წერილი მეგობართან მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულობენ მამაკაცებთან თანასწორ უფლებას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამა საკითხზე გაჭიანურებულს პასუხს არ მოგცემ და იმის კვლევას, თუ რა როლს ასრულებდა დედაკაცი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში, რა მნიშვნელობა აქვს ოჯახისთვის და სხვ., არ გამოვუდგები, რადგან ამის განმარტვას მთელი ტომები მოუნდება, ჩვენ კი დრო არა გვაქვს ამისთვის საკმაო. მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად ...

მუსიკა სულის გამოძახილი და სულია; მათთვის, ვინც ქმნის… და მათთვისაც, ვინც ესწრაფვის ამ დიდებულებას… ნახატი, ლექსი, ნააზრევი, დახვეწილი და ღრმა, მშვენიერი გამოხატვით, ასევე… ფრაზები, ფერები, ფორმები, სივრცე, სიღრმე, სიმაღლე და დიდებულება… მეცნიერება, მის სიღრმეში ჭეშმარიტი წვდომა, აზროვნება, მეცნიერების ამა თუ იმ სფეროში ნიჭი და უნარი, დიდი ჯილდოა… განათლება სიმაღლეა… იმ შემთხვევაში, თუ სულის „სინათლეს“ – ნათელს აძლიერებს, თუ ცოდნა დადებითს ...

მაშ, მოდით, დავსვათ შეკითხვა: რამ მისცა ბიძგი კულტურის განვითარებას, როგორ წარმოშვა ის და რა წარმართავს მას? IV როგორც ჩანს, ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან რთული ამოცანაა, და ცოტა არ იყოს, საგონებელშიც კი შეიძლება ჩაგვაგდოს. აი ის მცირედი, რისი გარკვევაც მე შევძელი. ჯერ კიდევ უძველეს დროში, პირველყოფილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ის თავად იყო ქვეყნად თავისი ბედის გამგებელი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და ...

ერთი ჩემი ჩილელი მეგობარი მწერდა, აქ, ჩვენთან ერთი-ორ თქვენს ისეთ მკითხველსაც შევხვედრივარ, რომელსაც შემოუჩივლია: “კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ სენიორ უნამუნოს რელიგიისა ვერაფერი გავიგეო”. არ მიკვირს, აქაც, ჩვენთანაც არაერთხელ უთქვამთ იგივე, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, პასუხი გამეცა მათთვის და არც ვაპირებ, სანამ ღრმად არ გავიაზრებ თვითონ კითხვას. განა ამქვეყნად ცოტანი არიან სულით უქნარა ადამიანები, ან თუნდაც ხალხი, რომელთაც სულაც არ ...