ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ეპიკურე დაიბადა ათენელი ახალმოშენეს ოჯახში. მისი მოძღვრების ამოსავალი მოტივი ჰედონიზმია, რომლის მიხედვითაც ცხოვრების ძირითად აზრად სიამოვნების მიღება გვევლინება. ერთი შეხედვით, ეს პრინციპი შეიძლება ძალიან თამამად მოგვეჩვენოს, თუმცა როგორია ეპიკურეს ხედვა სიამოვნებაზე ან რა მიაჩნია მას სიამოვნებად, რომელიც ცხოვრებას მშვენიერს ხდის და როგორ წარმოედგინა მას ბედნიერების მოპოვება, ამას სტატიიდან შევიტყობთ. ეპიკურე თვლიდა, რომ საწყისი პუნქტი, რომელიც ცხოვრებას ორიენტირს ...

“თუ მცირედი არ გაკმაყოფილებთ, ვერც ვერაფრით იქნებით კმაყოფილი“ – ეპიკურე უხსოვარი დროიდან, ადამიანთა შორის უამრავი ფილოსოფოსი და მორალისტი არსებობდა ,რომლებიც გვასწავლიდნენ როგორ გვეცხოვრა სწორად და მოგვეპოვებინა ბედნიერება. ეპიკურე გახლდათ ბერძენი ფილოსოფოსი,რომელიც ქრისტეს შობამდე მე–3 საუკუნეში მოღვაწეობდა და სწორედ ამ საქმით გახლდათ დაკავებული. ეპიკურესეული მიდგომა ეპიკურეს აზრით, ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა სიმდიდრესა და მატერიალურ კეთილდღეობაზე არ გადიოდა.  იგი ხაზს უსვამდა,რომ ბედნიერების მოპოვება ...

არც ახალგაზრდა უნდა აყოვნებდეს და არც მოხუცი უნდა იღლებოდეს ფილოსოფოსობით, რადგან სულის სიჯანსაღე არავისთვის არ არის არც ნაადრევი, არც გვიანი. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ ჯერ არ დამდგარა ან გავიდა დრო ფილოსოფოსობის დაწყებისთვის, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერების დრო არ დამდგარა ან გავიდაო. ასე რომ ფილოსოფიით, როგორც ახალგაზრდა ისე მოხუცი უნდა იყოს დაინტერესებული. პირველი იმიტომ, რათა მოხუცებულობისას ახალგაზრდად ...