ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნაპოლეონ ჰილი, ავტორი ბესთსელერი წიგნისა “იფიქრე და გამდიდრდი”, თავის წიგნში “წარმატების კანონი”, მოგვითხრობს: “მრავალი წლის მანძილზე მე ღამღამობით მიწევდა მუშაობა. ერთ ღამეს, ნიუ-იორკში, საბეჭდ მანქანას მოვშორდი და ჩემი კაბინეტის ფანჯრიდან გავიხედე, ზუსტად ჩემს პირდაპირ მეტროპოლიტენი ტაუერი იყო და ამ გოდოლზე მთვარის უცნაური ანარეკლი დავინახე. ანარეკლი მოვერცხლისფრო, მონაცრისფრო იყო, რომლის მსგავსიც აქამდე არ მენახა. ყურადღებით რომ დავაკვირდი, მივხვდი, ...