წარმოიდგინეთ,რომ ცხოვრება წიგნია, თქვენ კი მწერალი ხართ. რას დაწერდით? როგორ გააგრძელებდით თქვენს ისტორიას? ეს იყო შეკითხვა,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ლას ვეგასის ცხელ უდაბნოში გაზრდილს თავისუფლება ერთადერთ ნატვრად მქონდა. ვოცნებობდი მემოგზაურა დედამიწის გარშემო, მეცხოვრა თოვლიან ადგილზე და აღმეწერა თავსგადამხდარი ისტორიები. 19 წლის ვიყავი სკოლა,რომ დავამთავრე და საცხოვრებლად თოვლიან ადგილზე გადავედი.მასაჟისტად დავიწყე მუშაობა და ყველაფერი მქონდა,რაც კი მჭირდებოდა: ხელები, მასაჟის მაგიდა და ...