დემოკრატია განიხილება, როგორც პასუხსაგები და კომპეტენტური მმართველობა, ამასთან, ლიბერალური მორალის მიხედვით, პასუხისმგებლობის პრინციპი დომინირებს თანამონაწილეობის პრინციპზე. ლიბერალიზმის კლასიკურ თეორიას საფუძვლად დაედო თავისუფლების ახლებური გააზრება, რომლის შესახებაც საუბრობდა მაგალითად, რესტავრაციის ეპოქის ფრანგი მკვლევარი ბენჯამინ კონსტან დერებეკი.იგი განასხვავებდა თავისუფლების „ძველსა“ და „ახალ“ გაგებას. თავისუფლების ძველი გააზრება გულისხმობდა, რომ უმაღლესი ხელისუფლების კოლექტიური, ერთობლივი განხორციელების შესაძლებლობას, უმნიშვნელოვანესი საკითხების საჯარო განხილვას, კანონების კენჭისყრას, მაგისტრატების პასუხისმგბელობას. ...