ჩარლზ შვაბთან საამქროს ერთი ადამიანი მუშაობდა ხელმძღვანელი პოზიციაზე, რომლის მუშებიც საწარმოო ნორმებს ვერ ასრულებდნენ. „რატომ ხდება ასე? – კითხულობდა ჩარლზი, ასეთი ნიჭიერი მუშაკი ხართ და ცვლის დავალებას რატომ ვერ ასრულებთ?“ „ არ ვიცი, -პასუხობდა საამქროს უფროსი,- ყველა შესაძლო მეთოდი გამოვიყენე, რჩევა-დარიგებიდან და ჩიჩინიდან, მკაცრ დატუქსვამდე და გათავისუფლებით დამუქრებამდე, მაგრამ საშველი არ დაადგა. უბრალოდ მუშაობა არ უნდათ.“ ეს საუბარი დღის ბოლოს ...

წესი 1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, “ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე”; წესი 2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ. წესი 3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით. გახსოვდეთ, რომ ...

თუ თქვენ მოხვდით მღელვარებასთან დაკავშირებულ სიტუაციაში. გამოიყენეთ უილის ჰ. კერიერის მაგიური ფორმულა: 1. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა მოხდება უარეს შემთხვევაში?“ 2. საჭიროების შემთხვევაში უარესთან შესაგუებლად მოემზადეთ. 3. შემდეგ მშვიდად გაიაზრეთ, თუ როგორ შეცვალოთ სიტუაცია. უძილობის გამო მღელვარების მოსაშორებლად, მე გაძლევთ ოთხი წესის გამოყენების რეკომენდაციას: 1.თუ ვერ იძინებთ. მისდიეთ სემუელ უინტერმეიერის მაგალითს. ადექით და იმუშავეთ ან იკითხეთ მანამდე, ვიდრე ძილიანობას არ ...

რამდენიმე წლის წინ ნიუ-იორკის ერთმა უნივერსალურმა მაღაზიამ, გამყიდველთა დატვირთვა რომ შეემსუბუქებინა ქრისტეშობის დღესასწაულზე მყიდველთა შემოტევისაგან, გაზეთში საყოფაცხოვრებო ფილოსოფიის შემცველი შემდეგი რეკლამა განათავსა: “იგი არაფერი ღირს, მაგრამ ბევრს ქმნის. ვინც მას მიიღებს უფრო მდიდარი გახდება, ვინც გასცემს არ გაღარიბდება. ის მყისიერია, მეხსიერებაში კი შეიძლება მუდმივად დარჩეს. არ არსებობს იმდენად მდიდარი ადამიანი, რომ მის გარეშე იოლად გამოვიდეს და არ არსებობს იმდენად ღარიბი ...

წესი 1. ანუ რვა სიტყვა, რომელთაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. ჩვენი აზრები გვქმნიან ჩვენ ისეთად როგორებიც ვართ. ჩვენი აზროვნება განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ემერსონმა თქვა: „ადამიანი არის ის, რაზედაც იგი ფიქრობს დღის განმავლობაში.“ ჩვენი ძირითადი პრობლემაა – აზრთა მიმართულების სწორი არჩევანი. რომაელმა ფილოსოფოსმა მარკუს ავრელიუსმა ეს გამოხატა 8 სიტყვაში, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ბედი შეცვალოს: „ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორადაც მას ქმნიან ჩვენი ...

“არ შეიძლება ნახერხის გახერხვა, რადგან ის უკვე გახერხილია. ასევეა წარსული. როცა თქვენ იხსენებთ და განიცდით იმ შემთხვევებს,რაც უკვე მოხდა და წარსლულს ჩაბარდა, თქვენ უბრალოდ ნახერხის ხერხვას ცდილობთ!” – დეილ კარნეგი მღელვარების გრძნობის ანალიზის ძირითადი მეთოდები 1.  როგორ გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთ პრობლემები, რომლებიც წარმოშობენ მღელვარების გრძნობას? გაურკვევლობა, მღელვარების გრძნობის მთავარი მიზეზია. მღელვარებათა უმეტესობა მოდის იმ ხალხიდან, რომლებიც ცდილობენ მიიღონ გადაწყვეტილება ისე, ...

ორი მგზავრი ახალ ქალაქში წავიდა.ერთი მათგანი გაჩერდა ქალაქის შესასვლელში და  ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორს შეეკითხა : –როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში? –როგორი ადამიანები იყნენ იქ საიდანაც თქვენ ჩამოხვედით? – კითხვა დაუბრუნა ოპერატორმა –ძალიან ცუდი და არამეგობრული – უპასუხა მგზავრმა. –სამწუხაროდ ჩვენს ქალაქშიც ასეთი ხალხი ცხოვრობს – უთხრა ოპერატორმა მოგვიანებით მეორე მგზავრი შეჩერდა მასთან და იგივე კითხვა დაუსვა: – როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ...

პირველი მსოფლიო ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ერთი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე. ეს ლონდონში მოხდა, როცა რასელ სმიტთან მენეჯერად ვმუშაობდი. ომის დროს სმიტი ავსტრალიის მფრინავი იყო და პალესტინაში მსახურობდა. მალე, ომის დასრულების შემდეგ, მან მსოფლიო შემოიარა. 30 დღეში ნახევარ დედამიწას შემოუფრინა. მანამდე ვერავის გაებედა ასეთი ფრენა, ამან რასაკვირველია სენსაცია გამოიწვია. მას ავსტრალიის მთავრობამ 50 000 ათასი დოლარი უბოძა, ინგლისის მეფემ კი ...

მსოფლიოში მხოლოდ ერთი გზა არსებობს ვინმე რომ რაიმეს გაკეთებაში დაარწმუნო. ოდესმე ამის შესახებ გიფიქრიათ? დიახ, ერთადერთი ხერხი. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს უბიძგო ამ საქმის გაკეთება მოუნდეს. გახსოვდეთ, სხვა გზა არ არსებობს. რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ ადამიანი აიძულოთ თავისი საათი მოგცეთ, თუკი რევოლვერს მიაბჯენთ. განთავისუფლების მუქარით შეგიძლიათ თქვენს თანამშრომლებს მუშაობა აიძულოთ და ისინი ამას გააკეთებენ, სანამ მათ თვალს არ მოეფარებით. მაგრამ ...

“მე შემიძლია უამრავი სისულელე ჩავიდინო,  – ამბობს დიზრაელი,  – მაგრამ არასოდეს სიყვარულით არ ვიქორწინებ”. და ის უცოლო დარჩა 37 წლამდე, შემდეგ კი ხელი სთხოვა მდიდარ ქვრივს, მერი ენის, რომელიც მასზე 15 წლით უფროსი იყო. სიყვარული? ო, არა. მერიმ იცოდა, რომ დიზრაელს არ უყვარდა.იცოდა რომ მხოლოდ ფულის გამო დაქორწინდა მასზე, ამიტომაც მერიმ ქორწინებამდე ერთი თხოვნით მიმართა დიზრაელს, დაეცადა ერთი წელი, რათა ...