“თუ სხვა მიზეზი არ არსებობს, მიზეზი დედაშენია!“ ფროიდი. დამნაშავე აღმოჩენილია: ყველა შენი პიროვნული კრიზისი, წარუმატებლობა, დაბალი თვითშეფასება, მძიმე ემოციური მდგომარეობა, შენი ბრალი არ არის, დედაშენის ბრალია. ცხადია, ამ აზრმა ჯერ კიდევ არ დაკარგა ძალა, რადგან ადამიანებს ძალიან გვიჭირს პასუხისმგებლობა ბოლომდე ავიღოთ საკუთარ თავზე, არავინ გავხადოთ მოზიარე ჩვენი წარუმატებლობის, მარტომ ვზიდოთ ტვირთი. თუკი დამნაშავე აღმოჩენილია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. როგორ დავსაჯოთ დედა? ...

ისახება შენში იოტისოდენა , ისახება , შენს გულს აწვდენს ხმას და უნისონში ძგერთ ორივე . თავიდან ვერ ეგუები, რომ შენში შენი ნაწილი ცხოვრობს, რომლის მთელი დედამიწა და სამყარო შენს მუცელში ეტევა, რომელსაც ცხრა თვე ხელს ვერ შეახებ. გრძნობ სისუსტეს, თავბრუსხვევას, გეზიზღება მურაბიანი ჩაი და წვერმოშვებული მამაკაცები და მეც წვერთან დადარაჯებული ვარ . დგები სარკის წინ, მოიმჭიდროვებ ზედას და გეჩვენება , ...

გახსოვს? – შენი კომოდის ზედა უჯრაში, ტყავშემოკრული, ფრანგული კინოს ვარსკვლავების ფოტოებით გამოჭედილი ორი ალბომი იდო – ერთი შინდისფერი, ოდნავ შელახული, ამოცვენილი გვერდებით, მეორე – მოვერცხლისფრო, რომელშიც მხოლოდ ნარჩევი ფოტოები გქონდა ჩაკრული. იშვიათად ფერად, მეტწილად კი შავ-თეთრ ფურცლებზე დატყვევებულნი იყვნენ მაგარზე მაგარი ტიპები – ჟან გაბენი, რობერ ოსეინი, მილენ დემონჟო, ჟან მარე, ჟან-პოლ ბელმონდო, მიშელ მერსიე. ნეტავ იცოდე, როგორი რომანი მქონდა ...

გათენდა. მე და დედამ ერთად გავიღვიძეთ. თავზე მოვიხვიეთ მზის სხივები და ავკისკისდით.მე ყავა გავამზადე,დედამ სახლის დალაგება დაიწყო.ალაგებდა და აკრიალებდა ყველაფერს,თან ჩუმად გულში ღიღინებდა.სტუმრად მოსულ დედას არასდროს არ უნდა დავალაგებინოთ სახლი,მაგრამ დედა არ დაგიჯერებს, მაინც დაგეხმარება,მაინც გააკეთებს ყველაფერს შენთვის.მე აივანზე ვიდექი და ჩემს ნაწერებზე ვფიქრობდი.ვფიქრობდი,რა კარგია დედასთან ყოფნა,მასთან ერთად ცხოვრება და ერთ სახლში სუნთქვა,მაგრამ დედა სხვაგან ცხოვრობს და მხოლოდ სტუმრად მოდის ...

 ღამე ჩემს პატარას ისევ სიცხე ჰქონდა.თვალი არ მომიხუჭავს,არც მას ეძინა.გამთენისას,როგორც იქნა სიცხემ დაუწია და ჩაეძინა.რადგან დაღონებული და განერვიულებული ვიყავი,იავნანა არ მიმღერია  მისთვის. ვფიქრობ, იავნანა არასდროს  არ უნდა უმღერო სევდიანი გულით შვილს. პირიქით, დედის სიმღერა, ყოველთვის იმედით, ოპტიმიზმით და მზის სხივებით უნდა იყოს სავსე.დედა ყოველთვის იმედიანი უნდა ახსოვდეთ შვილებს,რადგან ცხოვრებას  პირველ რიგში მშობლებისგან ვსწავლობთ, ამიტომ პესიმიზმი არასდროს არ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს ...

”დედა სხვაა და ცოლი სხვა. დედა შეიძლება კუზიანი იყოს და გიყვარდეს, სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს, რადგან იმის გაჩენილი ხარ, ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე, გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება. ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი, თუ გიჟი დედის გამო, რადგან იმავე ღმერთმა, რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა, სხვებს-თავისთავად, შენი განკითხვის საშუალება მოუსპო. ცოლი კი ...

თომას ედისონმა ერთხელ თქვა: “ყველაზე სწორი გზა წარმატებისკენ – მუდმივი გონებრივი ვარჯიშია”. მისი ბიოგრაფიიის შესწავლის შემდეგ მიხვდებით, რომ ის ჭეშმარიტად მართალი იყო. თუმცა ყველამ არ იცის, რომ თავის წარმატებას ედისონი დედას უნდა უმადლოდეს, რომელსაც მისი სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა. ერთხელ, პატარა ედისონი, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: “თქვენი ...

დედამ ახალდაბადებული შვილი ხელში აიყვანა, ნელა დაარწია და უმღერა: სამუდამოდ მეყვარები, სამუდამოდ მომეწონები, სიცოცხლის ბოლომდე, ჩემი პატარა იქნები. ბავშვი იზრდებოდა. 2 წლის რომ გახდა ისე იქცეოდა, როგორც ყველა ცელქი პატარა:  მთელ სახლში დარბოდა, თაროებიდან წიგნებს, მაცივრიდან კი საჭმელებს ყრიდა. ერთხელ დედის საათი ტუალეტშიც კი ჩააგდო. დედა ხანდახან იტყოდა,- ,,ეს ბავშვი გამაგიჟებს.’’ თუმცა ღამით,  ბავშვის ოთახის კარს შეაღებდა, მის საწოლს დახედავდა, ...

      დედა ყოველდღე ხატავდა ჩემთვის ყვავილებს, მთებს,მინდვრებს და მდინარეებს,რადგან უნდოდა კარგი ადამიანი გამოსულიყო ჩემგან. ახლა ვხვდები, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის –  რომ იყო შვილის საყვარელი  მხატვარი.     ბავშვობაში  ავად რომ გავხდებოდი, დამადებდა დედა  შუბლზე   ხელს  და შეუღონდებოდა გული. გაიქცეოდა ექიმთან და შვებით ამოისუნთქებდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ   უბრალოდ გაციებული ვიყავი და არაფერი მჭირდა საგანგაშო. შეუკეთებდა მაშინათვე  ღუმელს, გააგზავნიდა  პაპას სათევზაოდ და ...

რატომ იპყრობთ ბავშვებს შიშის გრძნობა?! რა ფარული გზავნილები შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი პერსონაჟების მიმართ შიშს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში ზღაპრის მეშვეობით?! ზოგადად, რატომ ეშინია ბავშვს, ალბათ, ძალიან გავრცელებული შეკითხვაა მშობლებს შორის. რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ შევეცდებით, მეტ–ნაკლებად ყველა კუთხიდან განვიხილოთ თემა. მიზები, შესაძლოა, 3 ჯგუფად დავყოთ: ასაკობრივი შიში – რომელიც სპეციფიკურად დამახასიათებელი კონკრეტული ასაკისთვის. ...