ჩვენს ასაგები გვაქვს რაღაც შენობა, რომლის აგება ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც ჩვენი მთელი ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ. მაგრამ რა არის ეს შენობა? მას კულტურული შემოქმედების სახელით ავღნიშნავთ. ნივთიერ, არაორგანულ სამყაროს ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც სულიერების სახელით არის ...

რომელია სიცოცხლის საუკეთესო გზა და როგორ მივანიჭოთ ცხოვრებას მნიშვნელოვნება? არისტოტელეს თვალსაზრისით, საგნის მნიშვნელობის განსაზღვრა, მხოლოდ მისი დანიშნულების გააზრებით შეიძლება. მაგალითად, წამლის მნიშვნელობის გააზრებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მისი დანიშნულება ავადმყოფის განკურნებაა. ცხოვრებისეული მიზნები ერთიმეორეს ექვემდებარებიან, მაგალითად თუ ახლა სამედიცინო სტუდენტის მიზანია ექიმი გახდეს, მასზე უფრო აღმატებული მიზანი (ანუ რისთვისაც ის ზემოთხსენებულ მიზანს მისდევს) ავადმყოფ ადამიანთა დახმარებაა. თუმცა შეიძლება არსებობდეს მასზე მაღალი ...