კარიერის მანძილზე, სრულყოფდა რა თავის შექმნილ ავტომობილს, ფორდს სახსრები სჭირდებოდა, რათა საქონელი ბაზარზე წინ წაეწია . მან დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა, რომელთაც რამოდენიმე ათასი დოლარი ჰქონდათ დაზოგილი. ერთ-ერთი მათგანი სენატორი კაზენსი იყო. მეგობრებმა დახმარება გაუწიეს ფორდს, დააბანდეს თავიანთი ფული მის საქმეში და წლების შემდეგ, თავიანთი წილიდან მილიონობით დოლარი ამოიღეს. როდესაც ვულვორტი თავისი გეგმის „ყველაფერი ხუთ და ათ დოლარად“ განხორციელებას იწყებდა, მას კაპიტალი ...