ქართველმა მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა მაჩაბელზე 1905 წელს სიყვარულის სახელით ულამაზესი სასახლე ააშენა , მისი გახსნა კი ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. თუმცა ამ ულამაზეს სახლს სარაჯიშვილების ოჯახისთვის ბედნიერება არ მოუტანია , რამდენიმე წელიწადში დავით სარაჯიშვილი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.  ქართველმა მწერლებმა და პოეტებმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვეს მისი გარდაცვალების შემდეგ. “მთელ საქართველოში კიდით–კიდემდე ზარის ხმად გაისმა დათიკოს სიკვდილი… საუკუნოდ იყოს სახსენებელი შენი, ...

დავით სარაჯიშვილმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, 1910 წლის 3 ივნისს, დონის როსტოვში ნოტარიუსთან შეადგინა ანდერძი. ანდერძის თანახმად ქონება (სამი მილიონი მანეთი) შემედეგნაირად ნაწილდებოდა: 1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად. 3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას. 4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას. 5. 50 ათასი მანეთი – თბილისში ...