როცა ფსიქოლოგმა აბრაამ მასლოუმ ადამიანის მოტივაციის განხილვა დაისახა მიზნად და მან წამოაყენა კონცეფცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც მართლაც განსაზღვრავენ ადამიანთა ქმედებებს. 1943 წელს ჩატარებულ კვლევაში მან განსაზღვრა ის ძირითადი მოთხოვნილებები, რომლებიც უნდა დაიკმაყოფილოს ადამიანმა, ვიდრე სხვა რამეზე დაიწყებს ფიქრს. ეს მოთხოვნილებები აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის სახელითაა ცნობილი, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ: ერთი ეტაპიდან მეორე რომ გადავიდეთ, საჭიროა წინა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ...

3300–ზე მეტი ჩატარებული კვლევა, ლიდერების შესახებ, ცხადყოფს, რომ არსებობს ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც ყველა ლიდერს გააჩნია. ეს თვისება მომავლის ხედვაა. ადრე ვახსენე, რომ ადამიანის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა:  „თქვენ ხდებით ის, რასაც ფიქრობთ – უმეტეს შემთხვევაში.“ და რა არის ის რაზე ფიქრშიც ლიდერები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ? ლიდერები მომავალზე ფიქრობენ, იმაზე თუ საით მიდიან და რა სარგებელი შეიძლება მიიღონ ...

1. განსაზღვრეთ ზუსტი რაოდენობა თანხისა, რომელიც გსურთ გქონდეთ. საკმარისი არაა: „მე მინდა მქონდეს ბევრი ფული.“ საჭიროა ზუსტი თანხის დასახელება. 2. პატიოსნად უთხარით საკუთარ თავს, რას გადაიხდით ამ ფულის მისაღებად; (უფასოდ არაფერი ხდება, ხომ ასეა?!) 3. დანიშნეთ გონივრულუ ვადა, რომლის განმავლობაში თქვენ ამ ფულს მიიღებთ; 4. შეადგინეთ თქვენი სურვილის შესრულების კონკრეტული გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება, იმის მიუხედავად, ხართ თუ არა ...

,,მიზანს რომ მიაღწიოთ არამარტო უნდა დაგეგმოთ , არამედ უნდა იმოქმედოთ კიდეც. არამარტო უნდა ოცნებობდეთ, არამედ უნდა გჯეროდეთ კიდეც” – ანატოლი ფრანცი  დაგეგმვა და მოქმედება წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.  ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მათზე ბლოგის სტატიაში ,, წარმატების 5 ძირითადი პრინციპი”, თუმცა ამჯერად მსურს ამ შესანიშნავი შთამაგონებელი ვიდეოს საშუალებით კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ სწორი დაგეგმვისა და თანმიმდევრული მოქმედებების მნიშვნელობაზე. უყურეთ და ისიამოვნეთ.   ...