რამდენიმე დღის წინ დამეზარა მოკლე მანძილი ფეხით გამევლო და გადავწყვიტე ავტობუსით მესარგებლა უნივერსიტეტამდე. მოგეხსენებათ, როგორც წესი, დილით პიკის საათია (თბილისი „დუღს“ ) და ყოველთვის ბევრი მგზავრია, განსაკუთრებით ჭირს გადაადგილება. შევნიშნე ერთი ლამაზი გოგონა მოკლე კაბით. ავტობუსში ასვლისთანავე დავიჭირე მგზავრების უკმაყოფილო მზერა და შმუშვნა. არ გამკვირვებია, როდესაც მათ აწითლებული საახეების დანახვაზე გოგონამ კაბას ქვემოთ დაუწყო ქაჩვა, თუმცა რას უშველიდა ეს ქმედება. ...