“მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა. ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმის რომ ეძახიან. თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა –  შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ...

ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადის კარაქიანს. არ იყო ეს უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე არ იყო. არც მწუხარება და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში გაჩხერილები ვიდექით მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში ნაკლეიკებით და რუმინეთიდან, ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ რეზინებს ვღეჭავდით. და ვბერავდით. მაგრამ, ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ...

სოფელი ბადებს ოცნებას. წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (გვახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს – ეგ არის სოფელი. ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან ...