“არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობ :თვლი, რომ რაღაც შეგიძლია, თუ თვლი, რომ რაიმე არ შეგიძლია. ორივე შემთხევაში მართალი ხარ…”(ჰენრი ფორდი) ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა განსაზღვრავს ჩვენსავე წარმატებასა და ბედნიერებას ცხოვრებაში. განწყობა და დამოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ისეთი ფაქტები, როგორიცაა: წარსული, განათლება, ფული და მდგომარეობა, წარუმატებლობა, თუ წარმატება და  ვიდრე ის, თუ  რას ფიქრობენ და აკეთებენ სხვები. დიახ,ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ...

    ერთ დღეს ჩვენი ჟურნალის გვერდზე, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის  უინსტონ ჩერჩილის გამონათქვამებს ვკითხულობდი. განსაკუთრებით დამაფიქრებლად  ჟღერდა შეკითხვა: შეგიძლია თუ არა დაიწყო დღე კოფეინის გარეშე?“ ამიტომ მთელი დღის მანძილზე ვფიქრობდი,ოდესმე შევძლებდი თუ არა დამეწყო ფინჯანი ყავის გარეშე დღე?  ყოველ დილით გავახელდი თვალს თუ არა, მაშინათვე  ჩამოვისხამდი ჩემს საყვარელ ფინჯანში    ჯადოსნურ სითხეს და  ენერგიით ვივსებოდი. თითქოს გონება და გული ერთდროულად იწყებდა მწყობრში მუშაობას ...

ხშირად საჭიროა გათავისუფლდე ყოველდღიურობისგან და უბრალოდ დატკბე ცხოვრებით. ...

1. when you believe – Mariah Carey and Whitney Houston როდესაც გჯერა,შეიძლება სასწაულიც მოხდეს… ვიტნი ჰიუსტონისა და მერაია ქერის შესანიშნავი დუეტი. 2. What a Wonderful World – Louis Armstrong რა მშვენიერია სამყარო… ლუის არმსტრონგის უკვდავი სიმღერა, რომლის მოსმენა სიცოცხლის სურვილითა და ხალისით გვავსებს. 3. My way- Frank Sinatra ამაყი ადამიანის სიმღერა, რომელმაც ცხოვრებაში დიდ წარმატებას მიაღწია და ბედნიერია ამის გაანალიზებით. ...

სახალისო ილუსტრაცია. თოვლთან დაკავშირებული ემოციები ბავშვობაში და ახლა.   ...

თითოეულ ადამიანს შეუძლია იქცეს ლეგენდად, შექმნას თავისი ცხოვრებისაგან შედევრი, იცხოვროს ბედნიერად, მოიპოვოს ფინანსური თავისუფლება, რომელიც, ძირითადად, ყოველგვარი თავისუფლების საფუძველია, მიაგნოს და გადაჭრას კაცობრიობის წინაშე მდგარი პრობლემები, აღივსოს ენერგიის უშრეტი წყაროთი თუ ექნება დიდებული განწყობა. აი ეს თუ არის ის ერთ-ერთი უნიშველოვანესი ელემენტი, რომელიც გვაბრკოლებს და არ გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ჩვენი პოტენციალის სადარი უნარი. რა იგულისხმება ამ თუ-ში, იმის მიგნებაა სასიცოცხლოდ ...

ერთმა კრეატიულმა ადამიანმა დარდი ასე განმარტა: ” პროცენტი, რომელსაც პრობლემას ვუხდით, ვიდრე იგი რეალურად გვეწვევა.” მართლაცდა წუხილი ადამიანის უდიდესი მტერია, უამრავ ენერგიას გვართმევს და არც არაფერში გვადგება. თქვენც დარდობთ? პრინციპში პასუხიც ნათელია, ალბათ იშვიათად არსებობს ნორმალური ადამიანი, რომელიც არაფერზე წუხს. დღესდღეობით ადამიანები ყოველდღიურად უამრავ წამალს იღებენ, რომ წუხილი დაივიწყონ, უამრავი ფული იხარჯება ნერვოპათოლოგებთან და ფსიქოლოგებთან კონსულტაციაზე. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ...

კავშირი ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობას შორის დიდი ხანია წარმოადგენს ფსიქოლოგების შესწავლის საგანს. ფაქტია, უამრავი სწავლება აჩვენებს, რომ რეგურალური ვარჯიში ამცირებს სტრესისა და დეპრესიის დონეს, აუმჯობესებს განწყობას, ძილის ხარისხს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანს მეტ თავდაჯერებულობას მატებს. კლინიკური კვლევები ადასტურებენ, რომ გაზრდილი ფიზიკური აქტივობა, სასარგებლოა ადამიანებისათვის, რომლებიც ალკოჰოლზე არიან დამოკიდებულნი, ფიზიკური აქტივობა ადამიანს მეტად სოციალურს და გახსნილს ...