ვიდრე ამ მეტად აქტუალურ და მტკივნეულ თემას შევეხებოდე, მინდა ერთად გავიაროთ, რატომ გამოიყენება ლექსიკაში აქტიურად ტერმინი „გათხოვება“ და საერთოდ, საიდან მოდის? ერთნი ფიქრობენ, რომ ამას საფუძვლად უდევს ხელის თხოვნის ტრადიცია, რომელიც გავრცელებული იყო ძველად და აქა–იქ დღემდე შემორჩენილია. ამაში არაფერია ცუდი, გემოვნებაა და ხასიათი. სხვათა აზრით, სიტყვას საფუძვლად უდევს ზმნა „თხოვება“. ანუ გასხვისება, განივთება სხვა პიროვნებაზე გარკვეული დროით, ან სამუდამოდ. ...