“ემოცია ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს  თამაშობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.” – ზაიონცი. ადამიანის ცხოვრება დაკავშირებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან, როგორიც არის, მაგალითად კარიერისა თუ პროფესიის, ასევე პარტნიორის არჩევა. როდესაც საქმე ორგანიზაციას ეხება, მენეჯერები იღებენ გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალის შერჩევა, თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება და ა.შ. არასწორ გადაწყვეტილებებს აქვთ კრიტიკული მნიშვნელობა პიროვნებებისა და ორგანიზაციებისათვის. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება ამ ...