ერთი მუშა მთელი ზაფხულის განმავლობაში ტკბებოდა ბულბულის გალობით. ისე სიამოვნებდა კაცს მისი სიმღერა, რომ დახარბებულმა ერთ ღამესაც მახე დაუგო ბულბულს და დაიჭირა. “ხომ დაგიჭირე!” – წამოიძახა მან და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა. “ამიერიდან შენ მუდამ ჩემთან იქნები და მიმღერებ.” “ბულბული არასდროს მღერის გალიაში.” – უთხრა ჩიტმა მუშას. “თუ არ იმღერებ შეგჭამ!” – უპასუხა მუშამ მას. “ხშირად მსმენია, რომ ბულბულებს გემრიელი ...