მასა არც ეთნიკური და არც ისტორიული ერთობა არ არის. იგი გარკვეული ტიპის ადამიანთა სიმრავლეა. ამ ადამიანებს აერთიანებთ არა ეროვნულობა, არა რომელიმე სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება ან პროფესიული საქმიანობა, არამედ აზროვნების გარკვეული დონე და ხასიათი. თუ მასას რაოდენობრივად დავახასიათებთ, მაშინ იგი საზოგადოების უმრავლესობაა. თვისებრივი მახასიათებლის მიხედვით, იგი გამოხატავს ადამიანის საშუალო დონეს. ეს არის ადამიანი მის ყოველდღიურობაში, რომელსაც არ აქვს თავისი `მე~, დაკარგული ...