,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ”, ჰკითხა ბატონ კ.-ს თავისი დიასახლისის ქალიშვილმა, ,,უფრო გულმოწყალენი იქნებოდნენ პატარა თევზების მიმართ?“ ,,უეჭველად“, მიუგო მან. ,,ზვიგენები რომ ადამიანები ყოფილიყვნენ, პატარა თევზებისათვის ზღვაში უზარმაზარ ყუთებს ააშენებინებდნენ, რომლებშიც უხვად იქნებოდა ყოველგვარი საჭმელი, როგორც მცენარეული, ისე ცხოველური. ისინი იზრუნებდნენ, რომ ყუთებში ყოველთვის სუფთა წყალი ყოფილიყო და საერთოდაც უკან არ დაიხევდნენ არანაირი სანიტარული ღონისძიებების გატარებაზე. მაგალითად, თუ რომელიმე თევზს ფარფლი ...