(სრულიად არასამედიცინო პოსტი) [ლათ. infectio – დასნებოვნება] ინფექცია, გარესამყაროდან ჩვენს არსებაში შემოჭრილი ფაქტორია, რომელიც ჩვენზე გავლენის მოხდენას ცდილობს, ხოლო თავდასხმას როგორ უმკლავდება ჩვენი ორგანიზმი? რასაკვირველია, იმუნიტეტით! ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ემოციურ ინფექციაზე, რომელსაც ვღებულობთ სხვა ადამიანებისაგან. * რატომ ეწოდება ამას ინფექცია? * რა არის მასში საშიში ან სასარგებლო? * როგორია ჩვენი იმუნიტეტი? ვიცი, გსმენია ტერმინი “ენერგოვამპირი” და თუკი შეხვედრიხარ კიდეც ...

მოხუცი საშუალო სიმაღლის, ჭაღარა კაცი იყო, რომელსაც თმა ყოველთვის მარჯვნივ ჰქონდა გადავარცხნილი. კარგად ეცვა. მისი ფეხსაცმელები მუდმივად ბრწყინავდა. შუბლზე ნაოჭები მის სიბრძნეზე მეტყველებდა, ხოლო სახეზე მუდმივად კეთილი ღიმილი დასთამაშებდა. დახვეწილი და დინჯი სიარულის მანერა ჰქონდა. გრძელი, ყავისფერი პალტო ეცვა და შავი სათვალე ეკეთა. ერთი შეხედვით მდიდარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყოველ დილით, 9 საათზე თავისი სახლიდან გამოდიოდა და კორპუსის კუთხეში, ყავის ...

სამსახური გადამღლელია მაშინაც კი, როდესაც საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. პირადმა პრობლემებმა და სამსახურებრივმა გამოწვევებმა შესაძლოა ყველაფერი გაართულოს. ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პირადი ცხოვრება სამსახურისგან სრულიად დამოუკიდებელია და თქვენც არწმუნებთ ამაში საკუთარ თავს. ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. ერთ ადამიანში პირადი და სამსახურებრივი პრობლემების სრულიად გამიჯვნა შეუძლებელია. გასულ წელს მყავდა კლიენტი სახელად ევანი. გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა. მენეჯერი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. ...

სკოლის მოსწავლე  როდესაც ვიყავი, მატერიალურად ძალიან გაუჭირდა ჩემს ოჯახს. ქვეყანაში თითქმის ყველგან ცუდი ეკონომიკური პირობები  იყო, ამიტომ  ხელმოკლედ გვიწევდა ცხოვრება. ყველგან ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა, რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ჩაცმულობის გამო დამცინოდნენ კიდეც კლასელები, ამიტომ ღმერთმა მაჩუქა ფრთები, ჩემი სიღატაკე რომ დამემალა. ახლა   ყოველთვის კარგად გამოვიყურები. ვატარებ ბრენდულ სამოსს  –  საუკეთესო თეთრ პერანგს, შანელის პიჯაკს, ხელში „პრადას“ ხელჩანთა მიჭირავს  და ...

ზალიკო სულაკაური – საუკეთესო საქმე აბსოლუტურად ყველაფერია, რასაც აკეთებ. მთავარია, როგორ აკეთებ, როგორი გულით. საუკეთესო საქმე ჩემთვის არის ხატვა. ბევრი ქართველისთვის საყვარელი მხატვარი, ზალიკო სულაკაური დაიბადა 1970 წლის 23 ივლისს, თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფანქარი ხელში 1 წლის ასაკში აიღო და მას შემდეგ სულ ხატავს. მისთვის ბედნიერება ბავშვებია და მათი ჩახუტება ენერგიას მატებს.  ზალიკოს კარიკატურებს მთელი საქართველო იცნობს. ...

სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არის ცხოვრება, რომელიც გადამწყვეტია: დატოვებ თუ არა  შენს კვალს და როგორ კვალს დატოვებ? რა სიკეთეს მოუტან შენს გარემოცვასა და კაცობრიობას? მაგრამ პირველ რიგში, თუ შეძლებ გააბედნიერო ერთი ადამიანი – საკუთარი თავი. საჭიროა, ჯერ შენ უნდა იპოვნო ამ ბედნიერების კვანძი შენს გულში და  მის გაცემას მხოლოდ მაშინ შეძლებ. და აი “თუ” ეს გამოგივიდა, მაშინ მაგარიააა– ალბათ ეს პირველად არ გსმენია, თუმცა როგორ უნდა იპოვნო? იყო ...

გთავაზობთ ყველაზე ცნობილ ციტატებს, ბედნიერებასთან დაკავშირებით, რომლებიც ხალხში არის გავრცელებული ან სხვადასხვა დროს, ცნობილი ადამიანების მიერ არის წარმოთქმული. ბედნიერებაა, როდესაც სული აღარ გთხოვთ იმას, რაც მას არა აქვს და ხარობს იმით, რაც აქვს. ბედნიერება, ის კი არა არის, როდესაც ყველაფერი გაქვთ, არამედ ის, როდესაც იღებთ სიამოვნებას იმით, რაც გაქვთ. ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც არ მოგწოთ, თავადაც თავს გარიდებენ. ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში, მორიგი პრობლემა დასრულებულია და შემდეგი ჯერ არ დაწყებულა. ...

გამოვიჩინოთ ყურადღება სხვა ადამიანების მიმართ – ამ, თითქოსდა, მარტივ საქციელს, არც თუ ხშირად ვიყენებთ. სამწუხაროდ, ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რომ თუნდაც მცირედი ყურადღების გამოჩენით, შეიძლება ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ. ყურადღების მნიშვნელობასა და ძალასთან დაკავშირებით, ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ბანკში საკრედიტო მიმართულებით ვმუშაობდი. ერთხელ, სესხის ასაღებად ქალბატონი მოვიდა. სესხი შვილის ოპერაციისთვის უნდოდა. ოპერაცია რთული არ ჩანდა, ...

„როგორ დარჩეთ მოტივირებული, მაშინ როცა საქმეები ცუდად მიდის?“ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, იყოთ პოზიტიური და მოტივირებული მაშინ, როცა პრობლემების წინაშე დგახართ. 1. არ დაადანაშაულოთ სხვები იმისათვის, რომ საკუთარი თავის კონტროლი შეგეძლოთ, პირველ რიგში, უნდა აიღოთ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებსა და ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. აიღეთ პასუხისმგებლობა და იყავით პოზიტიურები. შეახსენეთ საკუთარ თავს: „მე ვარ პასუხისმგებელი! მე ვარ პასუხისმგებელი! მე ...