კრსა გაუტამი ერთი მდიდარი კაცის მეუღლე იყო.უბედური შემთხვევის გამო, მათ თავიანთი ერთადერთი შვილი დაეღუპათ და გაუტამიც ღრმა სევდამ და ტკივილმა მოიცვა. ძლიერი სევდისაგან გონდაკარგულმა ქალმა თავისი გარდაცვლილი ბავშვი ხელში აიყვანა, მეზობელთან მიიყვანა და სთხოვა: – შეგიძლია მომცე რაიმე წამალი, რომელიც ჩემს შვილს უშველის? – საცოდავი ქალი… მწუხარებამ გონებაც კი დააკარგვინა. აბა გარდაცვლილს რა წამალი უშველის – ამბობდნენ მეზობლები სინანულით. გაუტამი ...

ცხოვრება სევდასაც მოითხოვს და ისიც მშვენიერია. მასაც თავისი სიღრმე აქვს, თავისი დელიკატურობა და თავისი გემო. და უბედურია ის ადამიანი, ვისაც სევდის გემო არ გაუგია. ის უძლურია და ძალიან უძლური. მის სიცილს აზრი არ აქვს, რადგან არ იცის ნამდვილი სიხარულისა და მხიარულების ფასი. მის სიცილს სიღრმე არ აქვს, რადგან სიღრმე მხოლოდ სევდიდან მოდის და არა მხიარულებიდან. და თუ ისეთი ადამიანი იცინის, ...

უძველესი იგავი მოგვითხრობს ერთ ჩინელ გლეხზე, რომელსაც ერთი ასაკოვანი ცხენი ჰყავდა. მისი საშუალებით გლეხი მიწებს ხნავდა და მოსავალი მოჰყავდა. ერთ დღეს გლეხს ფერმიდან გაექცა. მეზობლები თანაუგრძნობდნენ მას, რომ ასეთი ცუდი ამბავი შეემთხვა. ცუდი? კარგი? ვინ იცის? -ასე პასუხობდა გლეხი მათ. ერთი კვირაც არ გასულა და გლეხის ცხენი უკან დაბრუნდა. თუმცა იგი მარტო არ იყო. მას თან ველური ცხენების ჯოგი მოჰყვა. ...

ერთხელ მამამ თავისი შვილი გააგზავნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბრძენთან, რათა მისთვის ბედნიერების საიდუმლოს შესახებ ეკითხა. ბიჭმა 40 დღე და ღამე იარა უდაბნოში და საბოლოოდ ოაზისში აშენებულ მშვენიერ სასახლეს მიადგა, სადაც სახელგანთქმული ბრძენი ცხოვრობდა. ბიჭი შევიდა სასახლეში, სადაც უამრავი ხალხი ტრიალებდა, მაგიდები სავსე იყო საუცხოო კერძებით და ორკესტრი სასიამოვნო მუსიკას უკრავდა. იგი ორ საათზე მეტი ხანს ელოდა, რომ ბრძენკაცის ყურადღება მიეპყრო. ბრძენმა ...

ბავშვობაში ვამბობთ:  ბედნიერები ვიქნებით მაშინ , როდესაც გავიზრდებით და ჩვენი სამსახური, ოჯახი და გვერდში მდგომი საყვარელი ადამიანი გვეყოლება. ვიზრდებით და ვამბობთ: მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც მას ვეყვარები, დავქორწინდებით და ერთი ოჯახი გვექნება. ვქორწინდებით და ვფიქრობთ:  მაშინ გავხდებით ბედნიერები, როდესაც შვილები გვეყოლება. გვყავს შვილები და ვამბობთ: ბედნიერი ვიქნები, როცა მექნება შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყო მათი მომავალი.და ეს სია უსასრულოდ გრძელდება: გვექნება უკეთესი ...

სიტყვების სწორად შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გამოვთქვამთ ჩვენს სათქმელს და  როგორ მივიტანთ მათ სხვა ადამიანებამდე. სწორედ ჩვენის სათქმელის უკეთესად გამოხატვის უდიდეს მნიშვნელობაზეა ეს შესანიშნავი ვიდეო. უყურეთ და ისიამოვნეთ.  ...

 ,,ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე ,რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება. ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.”– ბუდა ,,ბედნიერება,რაც არ  გვაქვს, იმის მიღებით კი არ მოდის , არამედ იმისი შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს.’’– უცნობი ავტორი ,,თუ არ ფიქრობ,რომ  ეს დღე მშვენიერია ,უბრალოდ სცადე რომ დაივიწყო იგი.”– ზიგ ზიგლარი   ,,იყო ბედნიერი არ ნიშნავს იმას ,რომ შენს გარშემო ყველაფერი ...

(ტაო ბედნიერების შესახებ) შენიშვნა: ამ ორი პატარა ისტორიის მონაწილეები არიან 3 და: არომი,აპორნი და არპა. 1.მიეჩვევი   ერთ დღეს არომი წავიდა მკითხავთან,რათა თავისი მომავლის შესახებ გაეგო რამე. მკითხავმა უთხრა,რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში უამრავი სირთულის და პრობლემის გადალახვა მოუწევდა. – და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება? – იკითხა არომმა. – ,,არა,მაგრამ შენ ამ ყველაფერს მიეჩვევი“- უპასუხა მკითხავმა. 2. ...