ფანჯრიდან შემომავალმა გამჭოლმა შუქმა ჩამხედა თვალებში. ზარმაცად შევიშმუშნე და მიბნედილი მზერა გავაყოლე მზის სხივებს. ფარდებს მიღმა სიცოცხლე მიღიმოდა. თითქოს, მიბიძგესო, მყისიერად ენერგიის უზარმაზარი ტალღა შემოვარდა სხეულში და უხილავი ფრთები გამომასხა. საწოლიდან წამოვხტი, ფანჯარა გამოვაღე და მთელი ნეტარებით შევისუნთქე მაცოცხლებელი ჰაერი…. – ამ განწყობით იწყება ჩემი პოზიტივი, მერე თანმიმდევრულად იშლება ფიქრები თავში და ვხვდები, რომ ის ყველგანაა, ყველაფერშია, თუ შენ მის ...

ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად ჩემს ოჯახთან ერთად სოფელში ჩამოვედი.ლამაზად ვატარებ დღეებს. ულამაზეს მთებს შორის ვარ მოქცეული. ამიტომ გადავწყვიტე დღიური ვაწარმოო და ჩვენს ერთგულ მკითხველს გავუზიარო ჩემი განცდები. 5 ივლისი     როგორც კი დროს გამოვნახავ, მაშინათვე განმარტოებას ვცდილობ, რადგან როდესაც მარტო ვარ, უკეთესად მესმის ბუნების ენა. სამყაროში, ხომ ყველაფერს აქვს თავისი სათქმელი. დღეს,როგორც კი დრო გამოვნახე, მაშინათვე სახლთან  ტყე, რომ  მდებარეობს ...

 დილის 7 საათია. ადრიანად გავიღვიძე, რადგან არ მინდა მზის ამოსვლა გამომეპაროს. ჩემი სასტუმროდან ულამაზესი ხედი იშლება. როგორც ფილმებში მინახავს სწორედ ისეთი ლამაზი და კამკამაა ზღვა. ტალღები ნაპირს ფრთხილად უახოვდებიან, მაგრამ ზღვა მაინც ჰგავს ოკეანეს თავისი სიღრმით და უსასრულობით.. ყოველთვის მინდოდა გამეკეთებინა ჟურნალისთვის რეპორტაჟი ბათუმიდან. მაინტერესებდა როგორ იღვიძებდა ზღვის ქალაქი. ახლა აქ ვარ. რამდენიმე დღით ისე ვიცხოვრებ როგორც ფილმებში მინახავს. დავწერ ...

რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე , იმდენივე განცდა და აღქმა არსებობს სამყაროსი, განა შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე ვესაუბრო მკითხველს. თვეების წინ ერთი იდეა დამებადა, ჩემს წარმოსახვაში ამეღო ერთი გამჭირვალე ბურთი და თავი მომეყარა სხვადასხვა ადამიანების პოზიტივებისთვის. ეს ისეთი მსუბუქი და ლამაზი ტვირთია მინდა რომ გაგიზიაროთ . მსურს, ისეთივე უბრალო ენით გადმოგცეთ რამოდენიმე პოზიტივი ,როგორი უბრალოებიც ვართ ჩვენ ყველანი სინამდვილეში, ყოველგვარი ეფექტებისა ...

ჩვენი მკითხველისათვის ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკის საზომი არის მთლიანი ეროვნული შემოსავალი და შესაბამისად, ეროვნული შემოსავლის ზრდა არის მთავრობისა და საზოგადოების მთავარი საზრუნავი. ეკონომიკური განვითარება, რასაკვირველია უნმნიშვნელოვანესია, მის გარეშე არ არსებობს პროგრესი და კეთილდღეობა. საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობების შეფასების კრიტერიუმად არაერთ ფაქტორს იყენებენ, რომელთა შორისაც დინამიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა-შენარჩუნება უმთავრეს ფაქტორად არის მიჩნეული, მას მოჰყვება დაბალი ინფლაცია, უმუშევრობის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი, ხარისხიანი ჯანდაცვა, ...

„რა? სად? როდის?“-ში 1995 წლიდან თამაშობს და საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი მოაზროვნეა. როცა ვკითხე თუ რა მიღწევები ჰქონდა „ რა? სად? როდის? – ის“ კლუბში, ორივეს ჩაგვეცინა. პასუხი შემდეგი იყო:  “არ ვითვლი”.  ბავშვობიდან კითხვა უყვარს და თავისი პატარა სამყარო აქვს შექმნილი. უბრალო, მშვიდი  და უშუალო ადამიანია. ხშირად იღიმის და საუბრისას მისგან დადებითი ენერგია მოდის. თვლის, რომ წარმატებულ ადამიანს თავისი ...

წესი 1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, “ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე”; წესი 2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ. წესი 3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით. გახსოვდეთ, რომ ...

ბავშვობა – ზრდასრულს!      რა უჩუქებიათ თქვენთვის ყველაზე ორიგინალური? აი ის, რომლის გახსენებაც სახეზე ღიმილს გგვრით და განწყობას გიმაღლებთ. აბა დაფიქრდით….დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, ვიმედოვნებ ბევრი მომენტი იპოვეთ თქვენი გონების  არქივში. უსინათლო სინათლეს ნატრობს, ეტლზე მჯდომი სიარულს, უფრო მარტივად კი, ყველა შავგვრემანი ქერობაზე დაფიქრებულა და პირიქით,   სწორთმიანებს ტალღოვანი თმა ხიბლავთ, აი ბავშვების უმეტესობას რა სურს? დიდობა!  დიდები კი რას იხსენებენ ...

რამდენი ჩვენგანი ელოდება ბედნიერებას მომავალ დროში?! რამდენი ჩვენგანის შორეული მიზანია ბედნიერება?! ველით, როდის დავასრულებთ სკოლას და ჩავაბარებთ უნივერსიტეტში, შემდგომ როდის დავიწყებთ სამსახურს, როდის დაგვაწინაურებენ, რომ გამოჩნდება „ის“ და ვარწმუნებთ საკუთარ თავს, რომ ყოველივე საუკეთესოს გვიმზადებს ხვალინდელი დღე. ხშირად გვიფიქრია, ბედნიერი ვიქნები ოღონდაც ეს პროექტი დამასრულებინა, სამსახური დამაწყებინა, მაყიდინა ჩემი ოცნების მანქანა, ამასრულებინა ოღონდაც ეს ნატვრა! სამწუხაროდ, ჩვენი ეს ხედვა ცხოვრებისადმი ...

ერთ ადამიანს ვიცნობდი,სახელად პიტერს,რომელიც თუთიყუშივით ყველა მეორე შემხვედრს უყვებოდა თუ როგორი უბედური იყო:,, რასაც კი გამოვიმუშავებ , ყველაფერს გადასახადებში მიდის! ვკოტრდები!”..და ალბათ არც გაგიკვირდებათ …ის მუდამ უფულოდ იყო. . შენი ენა ძერწავს შენივე ცხოვრებას. თუ შენ ხალხს ეუბნები, რომ გიჭირს, მოსალოდნელია, რომ შენ კიდევ დიდი ხანი გაჭირვებაში იქნები .თუ შენ დაუშვებ რომ დაგავიწყდება რაღაც, ჩათვალე უკვე დაგავიწყდა, ან კიდევ ,თუ ...