ვაღიარებ, ვფიქრობდი, რომ ბავშვის ქრისტიანულ, მოსიყვარულე ოჯახში აღზრდა ყველაფერს ამარტივებდა. ოჯახში, რომელშიც ვლოცულობდით, ბიბლიას ვკითხულობდით, რელიგიურად ვცხოვრობდით. მოგვიანებით მივხვდი, რომ კიდევ არსებობს რაღაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 5 რამ, რაც ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს… უნდა იცოდეს… …რომ ლამაზია. მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს არ ვგულისხმობ. ის ყველანაირად ლამაზია და ამაში თვითონაც დარწმუნებული უნდა იყოს. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. … რომ ძვირფასია. უნდა გააცნობიეროს რომ ...

ვზივარ და ვფიქრობ, რომელია უფრო ბედნიერია: მე, რომელსაც ბავშვობაში არც iphone მქონდა, არც ipad, არც სათამაშოები ( ძაააააალიან ცოტა), არც შუქი (უმეტესწილად), ვიჯექი ჩემთვის, ვკითხულობდი წიგნებს, ვგრძნობდი მათ სუნს, ვწერდი, ვქარგავდი, ვძერწავდი, ვჩხირკედელაობდი, ხან ხეს ვჩორკნიდი, ხან მუყაოსგან სათამაშო ვიდეოკამერას ვქმნიდი, ბისერებით ვაწყობდი სამკაულებს, ვხატავდი, ვქსოვდი და ა.შ. თუ თანამედროვე ბავშვები, ვისაც ყოველივე ეს არ უკეთებიათ, სამაგიეროდ ბოლო მოდელის მობილურით ...

ჩაგვრა ანუ ე.წ. ბულინგი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისათვის. სამწუხაროა, რომ მშობლები პრობლემას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როდესაც ეს კონკრეტულად მათ შვილს ეხება. ფაქტი, რომ ჩაგვრის წინააღმდეგ ზომები ყველა სკოლამ უნდა მიიღოს, ცალსახაა. არსებობს სხვადასხვა გზა და აქტივობა, რომელთა საშუალებით სკოლებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლიათ: 1. ბავშვების ინფორმირება და პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განმავითარებელი ტრენინგების უზრუნველყოფა – სწორეს ეს დაეხმარებათ ...

2014 წლის ოქტომბერში,არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრმა“ ჩაატარა კვლევა მოსწავლეებში, რათა გაეგო მათი აზრი, თუ როგორი უნდა იყოს, რას ნიშნავს მათთვის კარგი პედაგოგი. კვლევამ ძალზედ საინტერესო შედეგები აჩვენა და გამოავლინა რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი, რომელიც მოსწავლეთა აზრით კარგ პედაგოგს უნდა გააჩნდეს. კვლევის მოზანი: მოგეხსენებათ სახელმწიფოს აქვს საკუთარი განსაზღვრება იმისა თუ რას ნიშნავს კვალიფიციური პედაგოგი და ეს ნათლად არის გაწერილი პედაგოგთა შეფასების ...

8 წლის ვიდეობლოგერი, Youtube-ზე სათამაშოების აღწერით, წელიწადში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2011 წელს ამრიკელმა მამამ, ჯარედმა საკუთარ შვილს, ევანს ჩაუწერა სათამაშოების – “AngryBirds”-ის აღწერა. თავდაპირველად ვიდეოს გადაღება უბრალო გართობა იყო, ევანმა მამას სთხოვა, ვიდეო ინტერნეტში აეტვირთა, რადგან სურდა, რომ მის მეგობრებსაც ენახათ. რამდენიმე წლის შემდეგ ონლაინ არხს 805 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდოების მნახველთა ...

თქვენ მაგალითი ხართ თქვენი შვილებისთვის. დააკვირდით როგორ მაგალითს აძლევთ მათ, ბავშვები ხედავენ ამას და თავადაც აკეთებენ! იქონიეთ პოზიტიური გავლენა! ...

გადაიარა ეზო… უგზო-უკვლოდ მიდიოდა. სადღაც ყანაში ჩამოჯდა ქვაზე. ერთი ფიქრიც არ ჩნდებოდა თავში… ცალ-ცალკე სიტყვები გაიელვებდნენ ნაპერწლებივით: “ჭადი”, “ბავშვები”, “ხარი”… ისევ ადგა, ჯერ შარა-გზას გაყვა, მერე ორღობეში შეუხვია, დაუძახა ვიღაცამ, მობრუნდა. -გუშინწინ რომ მთხოვე ფქვილი, ღმერთია მოწამე, არ მქონდა; აი დღეს ქე მაქ ცოტა, და ნახევარ ჯამს გაგიზიარებ… ოღონდ არ დამღუპო – იპ პარასკევს უნდა დამიბრუნო. -მომეცი! – მოკლედ მოუჭრა ...

მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. (მარკ.10. 13-15) მოტივაციური მწერალი და მრჩეველი ჯიმ რონი, თავის წიგნში “დიდების 4 გასაღები” შეგვახსენებს” ბავშვის ოთხ თვისებას, რაც ...

ბრაზილიაში სიმსივნით დაავადებული ბავშვების განწყობის ასამაღლებლად შეიქმნა სათამაშო დათუნია, რომელიც მათ საყვარელ ადამიანებთან კონტაქტს უადვილებს. დათუნიაში, რომლის სახელია Elo, დამონტაჟებულია Whatapp-ის აპლიკაცია და დინამიკი. მისი საშუალებით ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს, შეუძლიათ ხმოვანი მესიჯი გაუგზავნონ კიბოთი დაავადებულ ბავშვებს. Elo-ს შესახებ შეიქმნა ვიდეო-რგოლი, რომელმაც კანის ფესტივალზე ოქროს ლომი დაიმსახურა. ...

გიოცნებიათ ოდესმე ღრუბელზე დამჯდარიყავით და იქიდან გეყვირათ, “ღმერთო რა ბედნიერი ვარ” და მერე სხვებიც გენუგეშებინათ, “ნუ გეშინიათ თქვენც იქნებით ბედნიერნი” ? ხშირად გვისაუბრია ცხოვრების სისასტიკეზე, დაუნდობლობაზე, ხშირად დაგვისვამს კითხვა რატომ? ალბათ ეს ყველაზე აქტუალური კითხვაა, რომელიც ხშირად გაგვიჩდება და კითხვა რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან რთულია. რთულია გასცე კითხვას პასუხი, რატომ ექცევა ხშირად ცხოვრება ესე დაუნდობლად ადამიანებს? ამა თუ იმ უბედურებას ...