საქართველოში ბევრ წარმატებულ ახალგაზრდას შეხვდებით, რომლებიც თავიანთი შრომით საწადელს აღწევენ. შრომა და მიზანდასახულობა რომ ყველაზე მთავარია , ამას წყალი არ გაუვა, სწორედ ასე ფიქრობს ადამიანი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, იძენს უამრავ უცხოელ მეგობარს, აცნობს თითოეულ მათგანს საქართველოს და თავადაც ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიას. ტიტე მიქაძე 23 წლის ახალგაზრდა მოგზაურია, რომელსაც თბილისში საკუთარი ტურისტული კომპანია „Qatar Tourist Georgia“აქვს. მოგზაურობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, ...