ეს ამბავი 3 წლის წინათ, პირადად მე, შემემთხვა. ვერ გეტყვით რამდენად ღრმა მორწმუნე ვარ, მაგრამ წირვა–ლოცვაზე ხშირად დავდივარ, აღსარებასაც ვაბარებ და ვეზიარები. არც ეს პერიოდი გახლდათ გამონაკლისი იმ მხრივ, რომ შაბათ–კვირის ლოცვას არ ვაცდენდი , ვლოცულობდი, ვმარხულობდი, მაგრამ რატომღაც ძალიან მიჭირდა აღსარებაზე მისვლა.. კვირის წირვა იყო და უკვე თითქმის მესამე თვე გახლდათ, რაც აღსარებაზე არ ვყოფილვარ. ჩვეულებრივ მოვუსმინე წირვას და ზიარების ...