ანი დილარდი: ჩვენ აქ ვართ, რათა საკუთარი არსებობის რეალიზაცია მოვახდინოთ. ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ შევამჩნიოთ თითოეული საგანი. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის მშვენიერ სახეებსა და რთულ ბუნებას. ჩვენ აქ ვართ, რათა ცნობიერება მივანიჭოთ ძალასა და მშვენიერებას, რომელიც ჩვენს გარშემოა და დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. სხვა შემთხვევაში, არსებობა ცარიელ სახლში თამაშს დაემსგავსებოდა. თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, საგნები ძირს ეცემიან, სტრუქტურები იშლებიან. ...